უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

22 სექტემბერი, 2020 13:00
font-size

საგამოძიებო ორგანოები უყურებენ, რას იტყვის ნოდარ მელაძე ტელევიზიით, რომ იმის მიხედვით იმოქმედონ - მამუკა ტუსკაძე

„საგამოძიებო ორგანოები უყურებენ, რას იტყვის ნოდარ მელაძე ტელევიზიით, რომ იმის მიხედვით იმოქმედონ“- ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, მამუკა ტუსკაძემ ბოლოდროინდელი გახმაურებული მკვლელობებისა და მიმდინარე პროცესებში მედიის ჩართულობის ფორმის მართებულობის შესახებ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, მედიამ ზუსტად ისე უნდა იმუშაოს, როგორც მუშაობს და გამოძიებას ხელს ეს არ უშლის.

“კარგიც კია, თუ მედია აბსოლუტურად ყველა საქმეს გაახმაურებს. უბრალოდ, გამოძიება უნდა იყოს ისეთი ძლიერი, რომ რაც არ უნდა იხმაუროს მედიამ, მის განწყობაზე არ უნდა იმოქმედოს.

გამომძიებელი რომ ხარ, პროკურორი რომ ხარ, ადვოკატი რომ ხარ და მოსამართლე რომ ხარ, ისე გააკეთე საქმე, რომ ხელი არ შეგეშალოს, მიმართულება არ შეგეცვალოს. მერე რა, რომ მედიამ იხმაურა. სწორადაც მოიქცა. მედიას აქვს თავისი როლი და ადგილი. შესაძლოა, ბევრი საკვანძო ფაქტი მედიამაც მოგაწოდოს და ეს ეფექტურად უნდა გამოიყენო. ჟურნალისტური გამოძიება ყველა ქვეყანაშია დაშვებული და ვერც ჩვენი ქვეყანა იქნება გამონაკლისი. ეს ვითარება უკურეაქციას იწვევს მხლოდ იმიტომ, რომ მეორე მხარეს დგანან ძალიან სუსტი საგამოძიებო ორგანოები და უყურებენ, რას იტყვის ნოდარ მელაძე ტელევიზიით, რომ იმის მიხედვით იმოქმედონ.

ნოდარ მელაძე საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას და ამ ინფორმაციის გამოყენება შენც შეგიძლია, როგორც საზოგადოების ნაწილ პოლიციელს, გამომძიებელს, პროკურს... მიიღე ეს ინფორმაცია და იმოქმედე სამოქალაქო, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად და არა ისე, როგორც ნოდარ მელაძე ან ნებისმიერი სამოქალაქო ჟურნალისტიკის მეტრი თვლის საჭიროდ. საქმე უნდა წარიმართოს სწორად, სამართლიანად, კანონის შესაბამისად და მედიას მასზე არ უნდა ჰქონდეს გავლენა. თუ აქვს, ეს ამ სტრუქტურების პრობლემაა. პირადად მე ჟურნალისტების უფლებების შეზღუდვაზე ნამდვილად ვერ ვისაუბრებდი, მაგრამ პოლიციელებს, გამომძიებლებს და სხვა რგოლის წარმომადგენლებს კი ნამდვილად დავატრენინგებდი და მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე ვიზრუნებდი. მათ არ უნდა ეშინოდეთ ჟურნალისტური გამოძიების, პირიქით...

მეტსაც გეტყვით, გვაქვს უამრავი ფაქტი, რომ მივიდა ჟურნალისტი და გააშუქა, ერთი-ორი საათის შემდეგ მივიდა გამომძიებელიც. რატომ? გამომძიებელი თუ ხარ, ჟურნალისტმა რატომ უნდა გაჯობოს? გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ უფლებამოსილება მეტი გაქვს. იყავი ძლიერი სახელმწიფო, გქონდეს ძლიერი პროკურატურა და საგმოძიებო სისტემა და ვერც ნოდარ მელაძე და ვერც სხვა ჟურნალისტი ვეღარ შეგიშლის ხელს საქმის სწორად წარმართვასა და სწორად გადაწყვეტაში.“- განაცხადა მამუკა ტუსკაძემ.

ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია

23 აპრილი, 2024 , 15:47

საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ისეთ ზეწოლას, რომ პუტინის კანონის მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ, &ndash

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი, 2024 , 12:00

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხ

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი