უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

18 სექტემბერი, 2018 15:55
font-size

საგამოძიებო ორგანომ იმ კითხვებს უნდა უპასუხოს, რაც საზოგადოებაში გაჩნდა - არჩილ თალაკვაძე ტელეკომპანია „იბერიას“ და „ომეგა ჯგუფის“ სკანდალზე

საგამოძიებო ორგანომ გამოძიება დაიწყო და მან იმ კითხვებს უნდა უპასუხოს, რაც საზოგადოებაში გაჩნდა, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე გუშინ გავრცელებულ ფარულ აუდიო-ჩანაწერებს, რომელშიც სავარაუდოდ, "ომეგა ჯგუფის" წილების გადანაწილებაზეა საუბარი.

"გამოძიების დაწყების საკითხი პოლიტიკოსებმა არ უნდა გადაწყვიტონ. არსებობს კანონმდებლობა, საკანონმდებლო გარანტიები და ინსტიტუტები, რომლებიც გამოძიებაზე არიან პასუხისმგებელი. შესაბამისად, როგორც ნახეთ საგამოძიებო ორგანომ გამოძიება დაიწყო და მან იმ კითხვებს უნდა უპასუხოს, რაც საზოგადოებაში გაჩნდა. რაც შეეხება მედიას, ჩვენთვის მნიშვნელოვანია თავისუფალი, კრიტიკული და დამოუკიდებელი მედია, ვინაიდან საქართველოს განვითარების გრძელვადიან პერსპექტივაში თავისუფალი მედია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტიაა. დღეს მედია არის თავისუფალი, მედია საშუალებების რაოდენობა არის გაზრდილი, ჟურნალისტებს აქვთ თავისუფალი საქმიანობის უფლება და თუ ამ ღირებულებებს რაიმე შეკითხვები დაისმის, ამას პასუხი უნდა გაეცეს", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ - ფინანსთა სამინისტრო „ომეგა ჯგუფს“ დაახლოებით 51 მილიონ ლარს ედავება. კომპანია ვალს აღიარებს და მის რესტრუქტურიზაციას ითხოვს, თუმცა ფინანსთა სამინისტრო არ ეთანხმება „ომეგა ჯგუფის“ მიერ შეთავაზებულ საგადასახადო პირობებს. „ომეგა ჯგუფის“ და „იბერიის“ ერთერთმა დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ფინანსურ ზეწოლას ახორციელებს და ეს პირდაპირ აისახება ტელევიზიის მუშაობაზე. მან თქვა, რომ ზეწოლის მიზეზი „იბერიაა“, რომლის გადაცემათა შინაარსით უკმაყოფილონი არიან მმართველი წრეები.

გავრცელდა სკანდალური აუდიოჩანაწერები, რომელშიც სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი „ომეგა ჯგუფის" მფლობელს და ტელეკომპანია "იბერიას" დამფუძნებელს ზაზა ოქუაშვილს სატელეფონო საუბრისას ბიზნესში პრობლემების მოგვარების სანაცვლოდ ტელეკომპანიის დათმობას სთხოვს, ასევე საუბარია ორი მილიონი აშშ დოლარის სანაცვლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების რესტრუქტურიზებაზე და პრობლემების მოგვარებაზე. აღნიშნული ჩანაწერების გარდა, „რუსთავი2“-მა გუშინ კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი გააავრცელა, რომელშიც სავარაუდოდ, „ომეგა ჯგუფის“ წილების გადანაწილებაზე იყო საუბარი.

ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია

23 აპრილი, 2024 , 15:47

საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ისეთ ზეწოლას, რომ პუტინის კანონის მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ, &ndash

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი, 2024 , 12:00

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხ

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი