უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

14 ნოემბერი, 2017 14:55
font-size

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მითვისებისა და მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი კომპანიის ხელმძღვანელი ამხილა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მითვისებისა და მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ორი კომპანიის ხელმძღვანელი ამხილა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, ბრალდებულმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოების დროს, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ხელოვნურად გაზარდა შესრულებული სამუშაოების მოცულობა და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 130 785 ლარს.

ხოლო, მეორე შემთხვევაში, ბრალდებულმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისას, ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული მაღალი ხარისხის მასალის ნაცვლად, დაბალი ხარისხის და ნაკლები მოცულობის მასალა გამოიყენა, რა გზითაც, მოტყუებით დაეუფლა 9 257 ლარს.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182 - ე მუხლის მესამე და 180 - ე მუხლის მეორე ნაწილებით.

ამ ეტაპზე, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა - მხილების და ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში განხორციელებულ ცვლილებებს დავით ასათიანი ეხმიანება

16 იანვარი, 2018 , 17:30

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში განხორციელებულ ცვლილებებს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი ეხმიანება. “ადვოკატთა ასოციაცია მადლობას უხდის ბატონ ვახტანგ მჭედლიშვილს, იუსტიციის უმ

ავჭალაში მომხდარ ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ამ დრომდე დადგენილი არ არის

16 იანვარი, 2018 , 16:55

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი ავჭალაში მომხდარ ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმის გამოძიებაზე განმარტებას აკეთებს. „შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ მკვლელობის ფაქტზე ინტენსიურ ოპერატიულ ღონისძიებებს

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 162 ფაქტი გამოვლინდა

16 იანვარი, 2018 , 16:15

1 იანვრიდან დღემდე, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 162 ფაქტი გამოვლინდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში განხორციელებულ ცვლილებებს დავით ასათიანი ეხმიანება

16 იანვარი, 2018 , 16:15

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში განხორციელებულ ცვლილებებს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი ეხმიანება. ,,ადვოკატთა ასოციაცია მადლობას უხდის ბატონ ვახტანგ მჭედლიშვილს, იუსტიციის უმაღლეს

შსს კლუბ „ბასიანთან“ დაჭრილ პოლიციელს გამოჩენილი სიმამაცისთვის მედალს გადასცემს

16 იანვარი, 2018 , 16:15

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღამის კლუბ „ბასიანთან“ მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებული პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, დი

კლუბ „ბასიანთან“ სამართალდამცავმა ორგანოებმა კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა საშუალება გამოიყენეს - შსს

16 იანვარი, 2018 , 15:45

ღამის კლუბ “ბასიანთან” მომხდარი ინციდენტის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. ,,გვსურს, გამოვეხმაუროთ ღამის კლუბ „ბასიანთან“ მომხდარი ინციდენტის დროს ჩვენი თანამ