უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

17 ივლისი, 2017 15:05
font-size

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ოქროს ნაკეთობების საზღვარზე საბაჟო წესის დარღვევით გადატანის ფაქტი აღკვეთა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, აზერბაიჯანის მოქალაქე იქნა დაკავებული.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირი, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით, საბაჟო - გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის“ გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს ტერიტორიიდან საბაჟო წესის დარღვევით, დეკლარირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონისაგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობების გადატანას ცდილობდა. ავტომანქანაში მოწყობილი სამალავებიდან, ამოღებულ იქნა ჯამში 2,5 კგ ოქროს ნაკეთობები, რომლის საბაჟო ღირებულება 148 000 ლარს შეადგენს.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 7 წლამდე ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წელს ამოღებულია 13,5 კილოგრამი ოქროს ნაწარმი, რომლის საერთო ღირებულება 910 000 ლარს შეადგენს.

EMC-იმ თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების სახელით სუს-ის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა

20 აპრილი, 2018 , 16:10

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების სახელით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. როგორც ორგანიზაციის გან

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

20 აპრილი, 2018 , 15:35

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა, მიმდინარე წლის 20 აპრილს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 140-ე და 157 -ე პრიმა მუხლების მეორე ნაწ

პროკურატურის შუამდგომლობით ერთი მსჯავრდებული გამართლდა, კიდევ ერთი პოლიტპატიმრის საქმე კი გადაისინჯება

20 აპრილი, 2018 , 13:10

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მორიგი შემაჯამებელი გადაწყვეტილებები მიიღო, რის საფუძველზეც პოლიტპატიმარ ზაზა სამხარაძის საქმე გადაისინჯება, მასთან

საქართველოს მთავრობა საქმის განხილვის დასრულებამდე მოითხოვს რუსთავი 2-ის გადაცემას ხალვაშისთვის - ნიკა გვარამია

20 აპრილი, 2018 , 12:40

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოდან მას პასუხი მოუვიდა, რომლის მიხედვით საქართველოს მთავრობა საქმის განხილვის დასრულებამდე მოითხოვს, დაუყოვ

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

20 აპრილი, 2018 , 12:40

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა,ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირები

სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

20 აპრილი, 2018 , 11:50

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევის ფაქტზე, ოთხი

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე