უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

22 სექტემბერი, 2023 13:24
font-size

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდებისა და ქონების გადამალვის ფაქტებზე ერთი პირი ამხილა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად იმერეთის რეგიონში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდებისა და ქონებრივი ვალდებულებისათვის თავის არიდების მიზნით, ქონების მოჩვენებითი გარიგებით გადამალვის ფაქტებზე სისხლის სამართლებრივი დევნა ერთი პირის მიმართ დაიწყო.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით არ ახდენდა კომპანიის გადასახადების სრულად დეკლარირებას, რა გზითაც მან თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ჯამში, 287 960 ლარის გადახდას.

„მოსალოდნელი საგადასახადო ვალდებულებისთვის თავის არიდების მიზნით, ბრალდებულმა კომპანიის საკუთრებაში არსებული 567 076 ლარის ღირებულების ქონება მოჩვენებითი, თვალთმაქცური გარიგებით, გადააწერა მისავე განკარგულებაში არსებულ მეორე კომპანიას, რათა საგადასახადო ორგანოებს ვეღარ მოეხდინათ ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხული გადასახადების იძულების წესით ამოღება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე და 2051 მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

შსს-ს აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოჯახში ძალადობისა და მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

6 დეკემბერი, 2023 , 11:13

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული მ.კ. ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევ

სასამართლომ ბიზნესმენ არსენ კუტალაძის წილების საქმეზე მომჩივანის ყველა შუამდგომლობა დააკმაყოფილა - „ახალგაზრდა ადვოკატები“

5 დეკემბერი, 2023 , 11:11

2023 წლის 4 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ რესტორან „ურმულის“ პირვანდელი მფლობელის, ბიზნესმენ არსენ კუტალაძის სამ კომპანიაში კუთვნილი წილების დაბრუნების საქმეზე გარდაცვლილი ბიზნესმენის უფლებამონაცვლ

პროკურატურამ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობისა და ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

1 დეკემბერი, 2023 , 17:39

საქართველოს პროკურატურამ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობისა და ძალადობის ფაქტზე, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. როგორც პროკურატურაში აცხადე

თაღლითობის ფაქტზე პროკურატურამ ორ პირს ბრალდება წარუდგინა

1 დეკემბერი, 2023 , 17:21

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს პროკურატურის ცნობით, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართ

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ყოფილი მეუღლისთვის მოსასმენი აპარატურის დამონტაჟებისა და მიყურადების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

30 ნოემბერი, 2023 , 11:40

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ყოფილი მეუღლისთვის მოსასმენი აპარატურის დამონტაჟების და მიყურადების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 1979 წ-ს დაბადებულმა, ქ. თბილი

ყოფილი ცოლის დაჭრისა და მისი მეუღლის მკვლელობის ბრალდებით მიმალვაში მყოფი პირი დაკავებულია

30 ნოემბერი, 2023 , 09:55

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყოფილი ცოლისა და მისი მეუღლის მიმართ დამამძიმებელ გარემოებე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი