უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

29 დეკემბერი, 2017 12:25
font-size

საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ოთხი ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა - გადაზიდვა - რეალიზაციის ოთხი ფაქტი გამოავლინეს და ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში ოთხი პირი მისცეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, ქალაქ თბილისში, მცხეთა-მთიანეთისა და სამეგრელოს რეგიონებში, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული სხვადასხვა სახის უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვა - გადაზიდვა - რეალიზაციას ახდენდნენ.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია ჯამში 265 ბოთლი სხვადასხვა დასახელების ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელი - „Hennesy XO”, „CHIVAS REGAL“ „BELUGA“, „NEFT“, „FINLANDIA“. ამოღებული უაქციზო ალკოჰოლური სასმელის ღირებულება 14 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

18 ივნისი, 2019 , 15:40

ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ტურისტულ სააგენტოებს მოუწოდებს, რომ 19 ივნისს, ლომისობის დღესასწაულთან დაკა

2 მილიონ ლარზე მეტის მითვისების ბრალდებით მთავარი ბუღალტერი დააკავეს

18 ივნისი, 2019 , 13:25

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიები

მარტვილში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

18 ივნისი, 2019 , 10:35

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მარტვილის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. მოქალაქე 9 ერთეული წიწვოვანი სახე

დანაშაულის იარაღზე ბრალდებულ ომარ გამყრელიძის დნმ არ აღმოჩნდა - ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალი

17 ივნისი, 2019 , 17:05

ყანდაურაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები - დანაშაულის იარაღზე ბრალდებულ ომარ გამყრელიძის დნმ არ აღმოჩნდა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, იარაღზე, რომლითაც ოთხი ადამიანი ადგილზე მოკლეს, მეხუთე კი მიყენებული ჭ

„რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების ქონებრივი უფლების იძულებით გადაცემის საქმეზე გამოძიება გრძელდება - გენერალური პროკურატურა

17 ივნისი, 2019 , 15:20

,,რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების ქონებრივი უფლების იძულებით გადაცემის საქმეზე გამოძიება გრძელდება და ამ ეტაპზე მისი შეწყვეტის საფუძვლები არ არსებობს. ამის შესახებ „მედიანიუსს“ საქართველოს პროკურატურიდან ა

ლევან ვასაძის განცხადებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

17 ივნისი, 2019 , 10:35

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება მიმდინარეობს უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტე