უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

14 დეკემბერი, 2018 11:45
font-size

საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვის ოთხი ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ღონისძიებების შედეგად მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ოთხი ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ თბილისსა და კახეთის რეგიონში, დანაშაულში მხილებული პირები, შემდგომი რეალიზაციის მიზნით ე.წ. ელექტრო სიგარეტის IQOS-ისთვის განკუთვნილი „HEETS“-ის ფირმის 3 451 კოლოფი უაქციზო სიგარეტის შენახვა- გადაზიდვას ახდენდნენ.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული უაქციზო თამბაქოს ნაწარმის საერთო საბაზრო ღირებულება 18 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე დაკავებულია

23 იანვარი, 2019 , 10:25

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე, სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავა, რაც ძალადობას

თბილისში ოთხი წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე დედა დააკავეს

22 იანვარი, 2019 , 20:37

თბილისში ოთხი წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე დედა დააკავეს. 2014 წელს დაბადებული გოგონას გარდაცვალების შესახებ დღეს გახდა ცნობილი. ფაქტზე გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილე

ყაჩაღობასა და სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებისთვის ხელის შეშლაში ბრალდებულებს 10 და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

22 იანვარი, 2019 , 15:41

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობასა და სასამართლო გადაწყვეტილების შესრულებისთვის ხელის შეშლაში ბრალდებულები ზ.ჩ. და ბ.ლ. დამნაშავედ ცნო

საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის სამი ფაქტი გამოავლინა

22 იანვარი, 2019 , 12:59

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გ

სტრასბურგის სასამართლომ 2012 წლამდე ფაქტების გამო მომჩივნების არაადამიანური მოპყრობის აკრძალვისა და საქმის სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევა დაადგინა

21 იანვარი, 2019 , 17:41

სტრასბურგის სასამართლომ ორი ახალი გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. ევროსასამართლომ საქმეზე – „კეკელიძე საქართველოს წინააღმდეგ“ წამების აკრძალვის, ხოლო საქმეზე – „ბრეგვაძე საქართველოს წინააღმდეგ&l

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10-ვე კანდიდატი პარლამენტს მიმართავს, მათი კანდიდატურების განხილვა არ მოხდეს

21 იანვარი, 2019 , 17:09

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და საქართველოს პარლამენტს მიმართავენ არ მიეცეს შემდგომი მსვლელობა მათი კანდიდატურების განხილვას. „საზოგადოებისათვის ცნობილია, საქართვე

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`