უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი


საზოგადოება

12 ოქტომბერი, 2017 16:25
font-size

საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭება უნდა ხდებოდეს უპრეცედენტოდ გამჭვირვალედ - გიორგი აბაშიშვილი

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა ჯერ კიდევ პირველ სექტემბერს დააფიქსირა პოზიცია, რომ გაზრდილი მოთხოვნიდან და მაღალი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, უნდა დახვეწილიყო მიდგომები საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე.

ამის შესახებ აბაშიშვილმა იუსტიციის მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვით, ბოლო კვირების განმავლობაში გიორგი მარგველაშვილი ხელს აღარ აწერს მოქალაქეობის მინიჭების განცხადებებს.

აბაშიშვილის განმარტებით, „პრეზიდენტს მნიშვნელოვნად მიაჩნდა და მიაჩნია, რომ საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭება უნდა ხდებოდეს უპრეცედენტოდ გამჭვირვალედ და მასში ჩართული უნდა იყვნენ საზოგადოების წარმომადგენლები“.

მისივე ინფორმაციით, თვეზე მეტხანს შესაბამის უწყებებთან მიმდინარეობდა ინტენსიური კონსულტაციები საკითხის მოწესრიგებისთვის.

მოლაპარაკებებში, აბაშიშვილის მტკიცებით, იუსტიციის სამინისტროც მონაწილეობდა.

„დღეს გამოჩნდა, რომ მეტი საჯაროობისკენ გადადგმულმა ნაბიჯებმა ცალკეულ პიროვნებებს მნიშვნელოვანი დისკომფორტი შეუქმნა. მაშინ, როცა პროცესი დასრულებისკენ მიდიოდა ჩვენ მივიღეთ წერილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროსგან, სადაც საუბარია, რომ აი, ამ საჯაროობისკენ გადადგმული ნაბიჯებით საქართველოს პრეზიდენტი, ვციტირებ, „უხეშად არღვევს კანონს“ და ამის შემდგომ იუსტიციის სამინისტროს სააგენტო, კვლავ ვციტირებ, „მოკლებული იქნება ყოველგვარ შესაძლებლობას გავლენა იქონიოს გადაწყვეტილებებზე“, რაც დაკავშირებულია მოქალაქეობის მინიჭებასთან. საუბარია იმ გადაწყვეტილებებზე, რომელიც არის საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლება“,- განმარტა აბაშიშვილმა.

„გავლენის შესუსტებით შექმნილ დისკომფორტს მისივე განცხადებით, საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭების წესი აუცილებლად გახდება უპრეცედენტოდ გამჭვირვალე და მასში აუცილებლად ჩაერთვებიან საზოგადოების წარმომადგენლები”.

აბაშიშვილის მტკიცებით, შესაბამისი ცვლილებები უახლოეს დღეებში სამართლებრივ აქტში აისახება.

მონიკა დავლიანიძე

ქართველმა და გერმანელმა ადვოკატებმა მედიაციის საკითხებზე იმსჯელეს

18 ოქტომბერი, 2017 , 21:56

"საქართელოს ადვოკატთა ასოციაციის“, „გერმანიის ადვოკატთა ფედერალური პალატისა“ და „საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფონდის“ ორგანიზებით, თბილისში კონფერენცია - „მედიაცია გერმანი

რუსთავში სატვირთო ავტომანქანა მოზარდს დაეჯახა

18 ოქტომბერი, 2017 , 17:50

რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში სატვირთო ავტომანქანა მოზარდს დაეჯახა. ინფორმაციას რუსთავის მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელი, ირაკლი დანელია სოციალურ ქსელში ავრცელებს. ,,ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ცოტა ხნის წინ რუსთავში

თბილისის ეფექტიანი მართვისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის მიზნით კახა კალაძე ინოვაციური ელექტრონული პროგრამების დანერგვას გეგმავს

18 ოქტომბერი, 2017 , 17:50

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მერია არ იყოს ბიუროკრატიული მმართველი ორგანო, პირიქით, ის უნდა იყოს თანამედროვე და ინოვაციური“. - აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ თბილისის მართვის პოლიტიკის პრეზენტაციისა

21 ოქტომბერი უქმე დღეა

18 ოქტომბერი, 2017 , 17:40

2017 წლის 21 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები გაიმართება. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ამომრჩევლებსა და საა

მშენებლობის ნებართვის გაცემისას ეკოლოგიური სტანდარტისა და გზების გამტარუნარიანობის გათვალისწინება აუცილებელი იქნება - კახა კალაძე

18 ოქტომბერი, 2017 , 17:05

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ, მართვის პოლიტიკის პრეზენტაციისას დედაქალაქში ურბანული განვითარების მნიშვნელობაზე კიდევ ერთელ ისაუბრა და განაცხადა, რომ მშ

მერიის გამართული მუშაობისთვის აუცილებელია ინსტიტუციური, ტექნოლოგიური, სამართლებრივი და საკადრო რეფორმა - კახა კალაძე

18 ოქტომბერი, 2017 , 17:05

„მერიის გამართული და ეფექტიანი მუშაობისთვის აუცილებელია ინსტიტუციური, ტექნოლოგიური, სამართლებრივი და საკადრო რეფორმების გატარება, კანონმდებლობისა და მოქმედი რეგულაციების ქალაქის განვითარების ინტერესებთან ადაპტირება

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე