უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

13 აპრილი, 2020 13:30
font-size

საგანგებო მდგომარეობის პირობებში საერთო სასამართლოებში პროცესების დახურვასთან დაკავშირებით კოალიცია განცხადებას ავრცელებს

„კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” საგანგებო მდგომარეობის პირობებში საერთო სასამართლოებში პროცესების დახურვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

კოალიცია მიიჩნევს, რომ სასამართლოს მხრიდან ადგილი აქვს არაერთგვაროვან მიდგომას, როდესაც ზოგიერთი სისხლის სამართლის განმხილველი მოსამართლე სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლებას აძლევს დამკვირვებელი ორგანიზაციების მონიტორებს, ხოლო მოსამართლეთა უმრავლესობა, რეგულაციებზე არასწორი აპელირებით, მათ უკრძალავს, დააკვირდეს სხდომის მიმდინარეობას, რაც მათივე თქმით, ცალსახად გულისხმობს არსებული რეგულაციების უგულვებელყოფას და მანკიერი პრაქტიკის ჩამოყალიბებას.

როგორც კოალიციაში აღნიშნავენ, პრეზიდენტის დეკრეტი, ისევე როგორც საბჭოს რეკომენდაცია არ წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვის სამართლებრივი საფუძველს და სხდომათა საჯაროობის პრინციპის უგულვებელყოფა მხარეთა უფლების უხეში დარღვევაა.
კოალიცია მოუწოდებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და საერთო სასამართლოს თავმჯდომარეებს, პრეზიდენტის დეკრეტით გათვალისწინებული სასამართლო პროცესების დისტანციური წარმართვისას მხარეთა მონაწილეობის გარდა, უზრუნველყონ პროცესით დაინტერესებული საზოგადოების (მათ შორის - მონიტორების) შეუფერხებელი დისტანციური წვდომა პროცესებზე.

„2020 წლის 13 მარტს, ქვეყანაში საგანგებო მდგომარების გამოცხადებამდე, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო რეკომენდაციები ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სასამართლო სისტემაში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, რომლის საფუძველზეც სასამართლო სისტემა ეტაპობრივად გადავიდა საქმეთა განხილვის დისტანციურ რეჟიმზე, რაც ცალსახად დადებითად უნდა შეფასდეს, თუმცა მნიშვნელოვანია ამავდროულად დაცული იქნეს სასამართლო პროცესების საჯაროობა და სასამართლო მონიტორებისა და სხვა დაინტერესებულ პირებისათვის პროცესებზე მეთვალყურეობის შესაძლებლობა.

პროცესის მხარისათვის სასამართლო განხილვის საჯაროობა არის სამართლიანი სასამართლო განხილვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტი. სასამართლო სხდომის საჯაროობა მნიშვნელოვანია როგორც ინდივიდის უფლებების სრულყოფილად რეალიზებისთვის, ისე მთლიანად საზოგადოებისთვის. სასამართლო პროცესის საჯარო ხასიათი მხარეებს იცავს საზოგადოების მეთვალყურეობის გარეშე, მართლმსაჯულების დახურულ რეჟიმში განხორციელებისგან.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული რეკომენდაციები ეხება ასევე სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირთა, მათ შორის მასმედიის წარმომადგენელთა რაოდენობის შეზღუდვას, რაც ბუნებრივია, არ გულისხმობს პროცესების დახურვას და დასწრების მსურველთა სრულ შეზღუდვას. ამის საპირისპიროდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა უმრავლესობის მხრიდან სრულად შეიზღუდა სხდომებზე დასწრება. ამავე დროს, სასამართლოს მხრიდან ადგილი აქვს არაერთგვაროვან მიდგომას, როდესაც ზოგიერთი სისხლის სამართლის განმხილველი მოსამართლე სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლებას აძლევს დამკვირვებელი ორგანიზაციების მონიტორებს, ხოლო მოსამართლეთა უმრავლესობა, რეგულაციებზე არასწორი აპელირებით, მათ უკრძალავს, დააკვირდეს სხდომის მიმდინარეობას, რაც ცალსახად გულისხმობს არსებული რეგულაციების უგულვებელყოფას და მანკიერი პრაქტიკის ჩამოყალიბებას.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2020 წლის 21 მარტს გამოცემული დეკრეტი N1-ის თანახმად, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სასამართლო სხდომები შესაძლებელია, გაიმართოს დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით”. სხდომების დისტანციურად წარმართვა, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით, არ გულისხმობს სასამართლო სხდომის არც სრულად და არც ნაწილობრივ დახურვას. ამ მოწესრიგების პირდაპირი მიზანია, სასამართლო სხდომების წარმართვისას, პროცესზე მყოფ მოქალაქეთა დაინფიცირების პრევენცია. ამავე დროს, ეს მიზანი არ უნდა ემსახურებოდეს საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი სტანდარტების უგულვებელყოფით სხდომების ჩატარებას.

პრეზიდენტის დეკრეტი, ისევე როგორც საბჭოს რეკომენდაცია არ წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვის სამართლებრივი საფუძველს და სხდომათა საჯაროობის პრინციპის უგულვებელყოფა მხარეთა უფლების უხეში დარღვევაა. ამავდროულად, მოსამართლეთა მიერ დაწესებული შეზღუდვებით არსებითად ილახება იმ პირთა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებაც, რომლებიც დაინტერესებული არიან საქმის განხილვაზე დასწრებით. სხდომების სრულად ან ნაწილობრივ დახურვის პრაქტიკა, კონკრეტული გამონაკლისების გარდა, რაც გაწერილია კანონმდებლობაში, ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოსა და კანონის უზენაესობის პრინციპს და საფრთხეს უქმნის პირის უფლებას, ისარგებლოს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებით.

კოალიცია მოუწოდებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და საერთო სასამართლოს თავმჯდომარეებს:

სასამართლოებში საქმეთა განხილვის პროცესში გამოვლენილ ხარვეზებზე მოახდინონ მყისიერი რეაგირება, რათა არ დაირღვეს სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი - საჯაროობის პრინციპი და სრულად არ შეიზღუდოს პროცესების საჯაროობის უზრუნველყოფა;

პრეზიდენტის დეკრეტით გათვალისწინებული სასამართლო პროცესების დისტანციური წარმართვისას მხარეთა მონაწილეობის გარდა, უზრუნველყონ პროცესით დაინტერესებული საზოგადოების (მათ შორის - მონიტორების) შეუფერხებელი დისტანციური წვდომა პროცესებზე”, - ნათქვამია განცხადებაში.

საკვანძო სიტყვები:

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი