უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

10 ივლისი, 2018 16:35
font-size

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ყოფილი `ლეო გრანდის` შენობის ექსპლუატაციის შეჩერებას ითხოვს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასტუმრო და სამორინე “ველმონდის” (ყოფილი “ლეო გრანდი”) შენობის ექსპლუატაციის შეჩერებას მოითხოვს.

ამის შესახებ სამსახურის სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

"საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალისტებმა, 2018 წელს სასტუმროსა და სამორინეში სახანძრო უსაფრთხოების მიზნით, სამჯერ განახორციელეს (დეტალური, საკონტროლო და მიზნობრივი) სახანძრო-ტექნიკური შემოწმება. გაიცა 43 რეკომენდაცია, რომელთა უმეტესობა არ შესრულებულა.

სპეციალისტების დასკვნით, შენობაში არ არის დამონტაჟებული კვამლსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები, რაც ხანძრის შემთხვევაში, შენობაში მყოფ ადამიანებს არ უტოვებს უსაფრთხო ადგილას ევაკუაციისა და გადარჩენის შესაძლებლობას. გასული წლის ხანძრის შეფასების შედეგებმა აჩვენა, რომ ადამიანთა დაღუპვის ძირითადი მიზეზი, სწორედ კვამლსაწინააღმდეგო სისტემების არარსებობა გახდა.

კვლავ ვერ ხერხდება სამშენებლო კონსტრუქციების ცეცხლმედეგობისადმი დადგენილი ნორმების რეალიზება, რაც ხანძრის შემთხვევაში ცეცხლის სწრაფად გავრცელების საშიშროებას ქმნის. შენობაში არ შექმნილა საევაკუაციო გზებისთვის დამატებითი ინფრასტრუქტურა და გაურკვეველია, როდის დამონტაჟდება სართულების დამაკავშირებელი გარე საევაკუაციო კიბე.

ეს დარღვევების მცირედი ჩამონათვალია, რომლის გამოსწორებისთვის სასტუმროს ადმინისტრაციას არაერთხელ მიეცა გონივრული ვადა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, სპეციალისტების დასკვნის საფუძველზე, სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე, დაუშვებლად მიიჩნევდა სასტუმრო და სამორინე "ველმონდის" შენობის ექსპლუატაციაში შესვლას. თუმცა, სასტუმროს ადმინისტრაციამ, მიმდინარე წლის 17 მაისს, სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის სამსახურის მოთხოვნისა და 2017 წლის 24 ნოემბერს სასტუმროში მომხდარი ხანძრის შედეგების სრული იგნორირებით, განაახლა შენობის ექსპლუატაცია.

სასტუმროს ადმინისტრაციამ სამჯერ შემოწმებისა და დაჯარიმების მიუხედავად, დღემდე ვერ წარმოადგინა კონკრეტული გეგმა, როგორ აპირებს სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფას შენობაში.

სასტუმროსა და სამორინეში სახანძრო უსაფრთხოების კუთხით არსებული საგანგაშო მდგომარეობა, უმნიშვნელო ხანძრის შემთხვევაშიც კი, სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ადამიანების სიცოცხლეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მიმართა სასამართლოს, რათა განჩინების საფუძველზე, სასტუმრო და სამორინე "ველმონდის" შენობას შეუჩერდეს ექსპლუატაცია, რათა დაცული იყოს მოქალაქეების უსაფრთხოება",- აღნიშნულია განცხადებაში.

ქ. ზუგდიდის წყალმომარაგების სისტემი მშენებლობისთვის 95 მილიონი ლარამდე დაიხარჯება

24 სექტემბერი, 2018 , 14:35

ქ. ზუგდიდში წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე ინფრასტრუქტურა შენდება. მასშტაბურ სამუშაოებს აზიის განვითრების ბანკი აფინანსებს. ქალაქის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის 95, ხოლო საკანალიზაციო ინფრასტრ

კახეთში მევენახეების შემოსავალმა 204 მლნ ლარს გადააჭარბა

24 სექტემბერი, 2018 , 13:50

24 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 142 ათასამდე ტონა ყურძენი გადამუშავდა, მევენახეების შემოსავალმა 204 მლნ ლარს გადააჭარბა. რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსის, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის ანდრო ასლ

სარფი-ქემალფაშას გზაზე ავარიის დროს დაშავებული საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

24 სექტემბერი, 2018 , 13:10

თურქეთში სარფი-ქემალფაშას გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დაშავებული 11 მოქალაქიდან 2 ამ დრომდე კლინიკაში რჩება. ცნობისთვის, სარფი-ქემალფაშას გზაზ

პანკისში დააკავეს მამაკაცი, რომელიც მანქანით ბავშვებს დაეჯახა

22 სექტემბერი, 2018 , 14:30

პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში გამართულ საპროტესტო აქციაზე მამაკაცი დააკავეს. RegInfo-ის ცნობით, მან 15-მდე ბავშვისთვის ავტომობილის დაჯახება სცადა. ავტომანქანის შევარდნის შედეგად რამდენიმე ბავშვი მსუბუქად დაშავდა, ცუდად

პანკისობა-2018 ჩაიშალა

22 სექტემბერი, 2018 , 13:40

„პანკისობა 2018“ ჩაიშალა. სუს-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი , მისი ოჯახი, ოჯახის ახლობლები და ადგილობრივები დილიდან სოფელ დუისის სასაფლაო

ბათუმი ჭადრაკის ვარსკვლავებს უმასპინძლებს

22 სექტემბერი, 2018 , 13:40

ბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადის დაწყებამდე ორი დღე დარჩა. 23 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით ბათუმის ახალი სპორტის სასახლე 180 ქვეყნის 4000-მდე მონაწილეს მიიღებს. 23 სექტემბერს, 21:00 საათზე “ბლექსი არენაზე“ გა

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`