უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

5 ივლისი, 2018 17:00
font-size

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი გიორგი მღებრიშვილი სოფელ ჭუბერში სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნობა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი გიორგი მღებრიშვილი სოფელ ჭუბერში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნობა. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს ინფორმაციას.

უწყების ცნობით, ადგილზე იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსი ალექსანდრე ხვადაგიანი.

სოფელ ჭუბერში მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, რათა დროულად მოხდეს სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულება.

მდინარე ნენსკრამ ხიდები წაიღო, რის შედეგად სოფელი ჭუბერი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. ამის გამო უწყება მზადაა, შესაბამისი დახმარება აღმოუჩინოს ადგილობრივ მოსახლეობას.

ცნობისთვის, სოფელ ჭუბერში, სადაც ნენსკრაჰესს აშენებენ, მთის დიდი ნაწილი ჩამოიშალა, რასაც მოჰყვა მდინარე ნენსკრას ადიდება. ადიდებულმა მდინარემ 4 ხიდი წაიღო და გზები დააზიანა, დატბორილია მდინარის გასწვრივ ტერიტორიები და ჭუბერის ცენტრი.

კომპანია სს „ნენსკრა ჰიდრო“ მდინარის მიერ ტერიტორიების დატბორვას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას არ უკავშირებს.

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

თბილისში, კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი კორპუსი ნაძალადევის რაიონში ჩანაცვლდება

24 აპრილი, 2024 , 12:03

ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, ნაძალადევის რაიონში, ნაგომარის ქუჩის N47-ში უკვე დაიწყო პროექტირების სამუშაოები, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი