უახლესი ამბები
- 18.04.2024 14:47პაატა კვიჟინაძე ოპოზიციას - ერთ პიროვნებაზე იძახდით, გარბის საქართველოდან, გაფრინდაო, ახლა ამბობთ, შემოდის და აქ აბანდებსო, გაერკვიეთ, რა გინდათ
- 18.04.2024 13:57ივანიშვილი იღებს ზომებს, სანქციების შემთხვევაში ფული საქართველოში გადაიტანოს - ევროპარლამენტარი
- 18.04.2024 13:06კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი
- 18.04.2024 11:40ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
არქივი
საზოგადოება
საგანმანათლებლო პროექტში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება მიმდინარეობს
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი სასკოლო საგანმანათლებლო პროექტს 2017 წელსაც განახორციელებს. ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება 31 იანვრის ჩათვლით მიმდინარეობს.
პროექტში მონაწილეობის საშუალება აქვთ თბილისისა და რუსთავის, ასევე, მცხეთის, დუშეთის, კასპის, გორის რაონების ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებს.
პროექტი შედგება პრეზენტაციებისა და ვიქტორინის ეტაპებისგან. პროექტში ჩართულ სკოლებში პირველი რესპუბლიკის ისტორიასთან დაკავშირებით პრეზენტაციები გაიმართება; ამის შემდეგ სკოლებში VIII-XII კლასის მოსწავლეებისაგან ჩამოყალიბდება ვიქტორინაში მონაწილე ჯგუფები, რომლებიც მაისის თვეში ეროვნულ არქივში დაგეგმილ ვიქტორინაში შეეჯიბრებიან ერთმანეთს. ღონისძიებას შეაფასებენ ჟიურის წარმომადგენლები. გამარჯვებულები გამოვლინდებიან რამდენიმე ნომინაციაში და დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზითა და სიგელით.
საგანმანათლებლო პროექტ - ვიქტორინას თემაზე: „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ 2015 წელს ჩაეყარა საფუძველი. ეროვნული არქივი მდიდარია პირველი რესპუბლიკის ისტორიის ამსახველი როგორც წერილობითი, ისე ფოტო და კინოდოკუმენტებით. საგანმანათლებლო პროექტი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესებას ემსახურება.