უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

13 სექტემბერი, 2017 17:00
font-size

`საგანმანათლებლო შეფასების საერთაშორისო ასოციაციის“ 43-ე კონფერენციის მასპინძელი ქვეყანა საქართველო იქნება

საგანმანათლებლო სფეროში წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენა 2-6 ოქტომბერს ბათუმში გაიმართება. „საგანმანათლებლო შეფასების საერთაშორისო ასოციაციის“ 43-ე კონფერენციის მთავარი თემა იქნება: „შეფასება, როგორც სოციალური ბერკეტი“.

კონფერენცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოსა“ და „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ ფინანსური მხარდაჭერით ტარდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კონფერენციის მუშაობაში სხვადასხვა ქვეყნის საგანმანათლებლო სფეროს წამყვანი სპეციალისტები მიიღებენ მონაწილეობას და მისი მთავარი მიზანი არსებული გამოცდილების გაზიარება და ახალი ნაბიჯების დაგეგმვა იქნება.

ფორმატი, გარდა ძირითადი გამოსვლებისა, აქტუალური თემების განხილვასა და დებატებსაც ითვალისწინებს.

„საგანმანათლებლო შეფასების საერთაშორისო ასოციაცია“ საგანმანათლებლო სფეროს წამყვანი ორგანიზაციაა. ასოციაციაში, რომელიც 1975 წელს დაარსდა, 50-ზე მეტი ქვეყანაა გაწევრიანებული და საგანმანათლებლო შეფასების საკითხებში იუნესკოს საკონსულტაციო სტატუსით სარგებლობს.
2018 წელს დარგის საუკეთესო სპეციალისტებს ოქსფორდი უმასპინძლებს.

დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი დაკავებულია, მიმდინარეობს მათი ვინაობის სრული იდენტიფიკაცია - ნინო გიორგობიანი

22 ნოემბერი, 2017 , 12:55

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, ნინო გიორგობიანის ინფორმაციით, კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს ერთი პირის დაკავება მოხერხდა, ხოლო დანარჩენების ვინაობის დადგენა ამ დრომ

სპეცოპერაციის დროს დაჭრილ სპეცრაზმელს გადაუდებელ ოპერაციას უტარებენ

22 ნოემბერი, 2017 , 12:45

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაჭრილ სპეცრაზმელს ინგოროყვას კლინიკაში გადაუდებელ ოპერაციას უტარებენ. სპეცრაზმელი თავის არეშია დაჭრილი. მისი მდგომარეობა მძიმეა. ანა მებურიშვილი

ნინოწმინდის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მოძრაობა შეზღუდულია

22 ნოემბერი, 2017 , 11:35

ძლიერი ქარბუქის, ინტენსიური თოვისა და შეზღუდული ხილვადობის გამო ფარავანის უღელტეხილის მიმართულებით ყველა სახის ავტომობილის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. კერძოდ

მოსახლეობა ევაკუირებულია არსებული შესაძლებლობების ფარგლებში - ბექა ნაცვლიშვილი

22 ნოემბერი, 2017 , 11:15

„ჩემი ინტერესი იყო, დავრწმუნებულიყავი, რომ მოსახლეობა იყო ევაკუირებული“, - ამის შესახებ სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა თქვა, რომელიც სიტუაციის გასარკვევად ბერი გაბრიელ სალოსის მიმდებ

უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვერ დაჯდა

22 ნოემბერი, 2017 , 11:15

უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვერ დაჯდა. თვითმფრინავი კიევი-თბილისის რეისს ასრულებდა. როგორც „მედიანიუსს“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პრესსამსახურში განუცხადეს, ამის

სპეცოპერაციის გამო 97-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დღეს არ გაიმართება

22 ნოემბერი, 2017 , 10:30

დღეს გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის გამო, იმ ტეირტორიაზე მდებარე 97-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი არ გაიმართება, გაცდენილი საათები შაბათის ხარჯზე ანაზღაურდება. სპეცოპერაცია გუშინ დაიწყო და ამ დრომდე გ