უკან

რეგიონები

9 მარტი, 2019 13:40
font-size

საგარეჯოში წყლის სისტემის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი ნოემბრიდან დაიწყება

საგარეჯოს მოსახლეობისთვის უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარე წლის ნოემბერში დაიწყება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელიც 2019 წლის დაგეგმილ პროექტებში უკვე განსაზღვრულია, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ეკატერინე გალდავამ ადგილობრივ მოსახლეობას გააცნო.

მეორე ფაზა ითვალისიწინებს არსებული სათავე ნაგებობისა და რეზერვუარის რეაბილიტაციას. 2000 კუბური მეტრის მოცულობის ახალი რეზერვუარის მშენებლობასა და ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას. სამუშაოები მომავალი წლის შემოდგომაზე დასრულდება, რაც საბოლოოდ აღმოფხვრის საგარეჯოში არსებულ წყალმომარაგების პრობლემას და მოსახლოებას უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყოფს.

პირველი ეტაპის ფარგლებში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 127კმ მონაკვეთზე გამანაწილებელი ქსელის მოწყობა დაასრულა. მეორე ეტაპის სამუშაოებს, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, ხუთ მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.

დღევანდელი მდგომარეობით, საგარეჯოს მოსახლეობის 40 %-ს წყალი 24 – საათიანი, უმეტეს ნაწილს კი დღეგამოშვებით, რამდენიმე საათიანი გრაფიკით მიეწოდება.

ლევან ხაბეიშვილი გია დანელიას: ეს არის კრიმინალი, ეს უნდა იყოს ციხეში

19 მაისი, 2019 , 09:40

კახათის #35 -ე საარჩევნო უბანთან, სიტუაციის გასაკონტროლებლად "ქართული ოცნების" საკრებულოს დეპუტატის გია დანელიას მისვლა ხმაურისა და დაპირისპირების მიზეზი გახდა. ადგილზე პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. დანელია იმ სკანდა

“მდგრადი განვითარება და ეკოსისტემური სერვისები” - ბორჯომში მოსწავლეებს ტრენინგი ჩაუტარდათ

18 მაისი, 2019 , 14:35

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში ბორჯომის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს ტრენინგი - “მდგრადი განვითარება და ეკოსისტემური სერვისები” ჩაუტარდათ. ტრენინგის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ ისეთ საკი

ჭიათურის ცენტრში კარავი გაშალეს - მაღაროელთა გაფიცვა გრძელდება

18 მაისი, 2019 , 12:25

ჭიათურაში მაღაროელთა გაფიცვა გრძელდება. ქალაქის ცენტრში გაშლილ კარავში 15 მაღაროელი მეორე დღეა, შიმშილობს. გაფიცული მაღაროელები ქალაქის ქუჩებში მსვლელობას მართავენ და მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. შრომითი უსაფრთ

ხვალ ფოთის თეატრში პრემიერა გაიმართება

18 მაისი, 2019 , 11:40

19 მაისს, 20 საათზე, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში პრემიერა გაიმართება. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რამაზ იოსელიანი ცნობილი თურქი დრამატურგის, აზიზ ნესინის კომედიას - „მომ

სათაფლიას აღკვეთილის ეკოტურისტულ ინფრასტრუქტურას რეაბილიტაცია ჩაუტარდა

18 მაისი, 2019 , 11:40

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო განაგრძობს ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობას. სააგენტოში აქტიურად ემზადებიან ზაფხულის ეკოტურისტული სეზონისთვის. რეაბილიტაცია ჩაუტარდა სათაფ

„ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლებისა და გაფიცული მაღაროელების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

17 მაისი, 2019 , 17:35

ჭიათურის თეატრში კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლებისა და გაფიცული მაღაროელების, თითქმის სამსაათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. კომპანიის მენეჯმენტმა და გაფიცულმა მაღაროელებმა შეთანხმებას ვერ მიაღწ