უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

23 თებერვალი, 2019 12:40
font-size

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სკაიპის მეშვეობით კვიპროსში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს ესაუბრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ ნინუა სკაიპით კვიპროსის რესპუბლიკაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს ჩაერთო.

როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, „ამგვარი პირადი კომუნიკაცია აუცილებელია და ყველა ფორმატი უნდა იქნას გამოყენებული იმისთვის, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებამდე კარგად იქნას მიტანილი ყველა ის სიკეთე და პროექტი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობას სთავაზობს“.

მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს მთავრობა მთელ რიგ დიასპორულ პროექტებს ახორციელებს სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, ეკონომიკისა და სხვა სფეროებში.

ამ კუთხით, მიხეილ ნინუამ განსაკუთრებული ყურადღება მეწარმეობისა და ინოვაციების ხელშემწყობ სამთავრობო პროგრამაზე „დანერგე მომავალი“ გაამახვილა, რომლის ფარგლებშიც უკვე ათასამდე პროექტი განხორციელდა. მისი თქმით, ამ პროგრამის წარმატება სწორედ უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრების მაქსიმალური ჩართულობის შედეგია. „მთავრობა დაინტერესებულია, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე აქტიურად მონაწილეობდეს თავისი ქვეყნის განვითარებაში“ - დასძინა მან.

ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან მიხეილ ნინუამ 2019 წლისთვის დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა 500 ათასი ლარის გამოყოფას გეგმავს, რომელიც არა მხოლოდ დისაპორული ორგანიზაციების, არამედ უცხოეთში მცხოვრები ფიზიკური პირების პროექტებისა და იდეების დაფინანსებას მოხმარდება. პროექტები კომისიური განხილვის შედეგად შეირჩევა და პრიორიტეტები დიასპორული პროფილების მიხედვით განისაზღვრება.

დიასპორის წარმომადგენლებთან საუბრის ერთ-ერთ მთავარ თემას საზაფხულო ბანაკების ორგანიზება წარმოადგენდა. მინისტრის მოადგილის თქმით, საზაფხულო ბანაკი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროგრამაა, რომლის მიზანი უცხოეთში მცხოვრები ბავშვების სამშობლოში ინტეგრაციაა. ამასთან, მოზარდები შეიძენენ დამოუკიდებლად ცხოვრების გამოცდილებას, გაიცნობენ ახალ მეგობრებს, კარგად დაისვენებენ და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დაუბრუნდებიან ოჯახს.

მინისტრის მოადგილემ მშობლიური ენის ცოდნის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით „მშობლიური ენისა და კულტურული თითმყოფადობის შენარჩუნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა და ამ კუთხით, საკვირაო სკოლებს უმნიშვნელოვანესი როლის შესრულება შეუძლია“.

როგორც აღინიშნა, საკვირაო სკოლის გახსნა კვიპროსში 3 მარტსაა დაგეგმილი. მიხეილ ნინუას თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება, რომლის ფარგლებშიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისათვის მოამზადა ქართული ენის ინტეგრირებული პროგრამა. ეს პროგრამა, ქართული ენის კურსის ფარგლებში, საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიისა და კულტურის საკითხების სწავლებასაც გულისხმობს.

დიასპორის წარმომადგენლებთან საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მინისტრის მოადგილემ უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა მათთვის საინტერესო საკითხებზე, მათ შორის, მოქალაქეობის, საზღვარგარეთ ლეგალური ცხოვრებისა და დასაქმების, განათლების თემებზე.

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი