უკან

პოლიტიკა

8 დეკემბერი, 2016 17:00
font-size

საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებაზე განცხადებას ავრცელებს. მედიანიუსი მას უცვლელად გთავაზობთ.

„დღეს 8 დეკემბერს ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის მიმდინარე ხანგრძლივი მოლაპარაკებები შეჩერების განახლებული მექანიზმის კომპრომისულ ტექსტზე წარმატებით დასრულდა და რეგულაციის საბოლოოდ შეთანხმებულ რედაქციას კენჭი ეყარა სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულების და საშინაო საკითხების (LIBE) კომიტეტის სხდომაზე. კენჭის ყრა შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე მომავალ კვირაში გაიმართება.

დღეს მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვანია საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის თვალსაზრისით და პირდაპირ უკავშირდება საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების საკითხს. შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით მიღწეული პროგრესი ქმნის საფუძველს იმისათვის, რომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შემდგომი საკანონმდებლო პროცედურები შეუფერხებლად გაგრძელდება და უახლოეს პერიოდში დასრულდება.

შემდგომი პროცედურის თანახმად, საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე შესაბამისი რეგულაციის ცვლილების საბოლოო ტექსტის შეთანხმების მიზნით სამმხრივი კონსულტაციები გაიმართება მომდევნო კვირაში, რის შემდეგაც საქართველოს საკითხს კენჭი ეყრება ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე, ხოლო საბოლოოდ კი რეგულაცია ფორმალურად დამტკიცდება ევროკავშირის საბჭოს მიერ. უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საქართველოსთან ამოქმედდება შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული ცვლილების ძალაში შესვლასთან ერთად.

მივესალმებით შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით მიღწეულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რაც თავის მხრივ კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის ინსტიტუტების ნებას საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით. საქართველო უკვე ძალიან ახლოსაა საბოლოო მიზანთან და მოკლე დროში საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ უვიზო მიმოსვლით, რაც პირველი ყველაზე ხელშესახები შედეგი იქნება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე“, _ ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

კიდევ ერთი კრიტიკულ წერილს გახარიას კონგრესმენი, ბრაიან ბაბინი უგზავნის

25 იანვარი, 2020 , 11:53

საქართველოს პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას, კრიტიკულ წერილს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კიდევ ერთი წევრი, რესპუბლიკელი კონგრესმენი ბრაიან ბაბინი უგზავნის. წერილი, რომლითაც კონგრესმენი შეშფოთებას გამოხატავს დემოკრატი

ვახტანგ მახარობლიშვილმა და დავით ბაქრაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა

25 იანვარი, 2020 , 10:45

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, აშშ-საქართველოს სტრატეგიული კომუნიკაციების პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ადამიანებს შორის კავშირების ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ში საქართველოს საელჩო „ტ

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველო ყოველთვის იყოს განხილვის თემა, როდესაც თქვენ - ჩვენი მეგობრები, ევროპის მომავალზე ისაუბრებთ - გიორგი გახარია

23 იანვარი, 2020 , 17:25

აქ ვიმყოფები, როგორც იმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრია და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია; მეორე ფაქტორი ის გახლავთ, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფება შემდგარი ფაქ

ჩვენი ქვეყნის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და ეს არის ჩვენი მოქალაქეების წინაშე მდგარი ყოველდღიური გამოწვევა - გიორგი გახარია

23 იანვარი, 2020 , 17:25

ჩვენ გამოწვევებით სავსე რეგიონში ვიმყოფებით და როდესაც რუკაზე ამ სამეზობლოს შეხედავთ, ამაში თავადაც დარწმუნდებით; აქტუალურია ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის საკითხი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დ

საქართველოს მეგობრების განცხადებების ფონზე, სრულიად სამარცხვინო და არასერიოზულია საქართველოს ხელისუფლების რეაქცია - „თავისუფალი საქართველო“

23 იანვარი, 2020 , 15:35

პარტია „თავისუფალი საქართველო“ ბოლო პერიოდში შეერთებული შტატების კონგრესისა და ევროპარლამენტის წევრების მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოგზავნილ წერილებსა და რეკომენდაციებს ეხმაურება. როგორც „თავისუფ

ფრაქცია `დამოუკიდებელი დეპუტატები` ივანე მაჭავარიანს პარლამენტში იბარებენ

23 იანვარი, 2020 , 14:50

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიას მიმართავს. წერილს, რომელსაც ხელს ფრაქციის თავმჯდომარე მარიამ ჯაშ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`