უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

12 ოქტომბერი, 2017 12:05
font-size

საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის მოლაპარაკებების 41-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 41-ე რაუდნზე, რომელიც 10-11 ოქტომბერს გაიმართა, განხილვის მთავარ საგანს ოკუპირებულ რეგიონებში დარჩენილი ქართველების მიმართ მიმდინარე ეთნიკური წმენდა და რუსეთის დესტრუქციული ქმედებები წარმოადგენდა.

ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

უწყების ინფორმაციით, მოლაპარაკებებზე ქართველმა მონაწილეებმა ვრცლად განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი რთული მდგომარეობა.

„საქართველოს წარმომადგენლებმა მწვავედ დააყენეს სოფელ ერედვში ეთნიკურად ქართველი დევნილი მოსახლეობის კუთვნილი სახლების მასიურად განადგურება, როგორც ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ქართული კვალის გაქრობის მიზანმიმართული მცდელობა და ეთნიკური წმენდის გაგრძელება. მათ თანათავმჯდომარეებს მოუწოდეს მოინახულონ ცხინვალის რეგიონის განადგურებული ქართული სოფლები და სათანადო შეფასება მისცენ აღნიშნულ უკანონო პროცესს.

დღის წესრიგის ერთ-ერთი მწვავე თემა იყო ასევე გალის რაიონში მიმდინარე ეთნიკური დისკრიმინაცია. განხილულ იქნა მკვიდრი ქართველი მოსახლეობის უცხოელებად დარეგისტრირება, ქართული გვარებისა და ეთნიკური იდენტობის შეცვლის იძულება და მათი ფუნდამენტური უფლებების უგულებელყოფა. აქცენტი გაკეთდა გალისა და ახალგორის ქართულ სკოლებში განათლების მშობლიურ ენაზე აკრძალვაზე. ქართველმა მონაწილეებმა ეთნიკურ ნიადაგზე ძალადობის წახალისებად შეაფასეს ასევე საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილება გიგა ოთხოზორიას მკვლელის არ დაკავებასთან დაკავშირებით. თანათავმჯდომარეებმა და აშშ-ის წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს დამნაშავის დაკავების აუცილებლობა.

სამივე თანათავმჯდომარემ და მონაწილეებმა საქართველოდან და აშშ-დან ხაზი გაუსვეს თავისუფალი გადაადგილებისა და საკუთარ მიწის ნაკვეთებზე წვდომის პრობლემის გადაწყვეტის აუცილებლობას. საუბარი შეეხო საოკუპაციო ხაზზე ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის, აგრეთვე მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებს, რაც, თავის მხრივ, ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციას იწვევს. მწვავედ დადგა საოკუპაციო ხაზზე უკანონო დაკავებებისა და გატაცებების პრობლემა.

მონაწილეებმა საქართველოდან კვლავ დააყენეს რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიის განხორციელება. ამ პროცესის ბოლოდროინდელ მაგალითად დასახელდა კრემლის გადაწყვეტილება სოხუმში რუსეთის სპეციალური საბაჟო პუნქტის შექმნის თაობაზე, რომელიც აფხაზეთის რეგიონის მთელ ტერიტორიას დაფარავს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობას. ხაზი გაესვა ორივე ოკუპირებულ რეგიონში მილიტარიზაციის პროცესისა და სამხედრო წვრთნების გააქტიურებას.

ამ კონტექსტში მონაწილეებმა საქართველოდან ხაზგასმით აღნიშნეს რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების აღებისა და შესრულების აუცილებლობა და ამის უზრუნველსაყოფად ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის საჭიროება. ძალის არგამოყენების შესახებ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეთა განცხადების პროექტთან დაკავშირებით საქართველოს მხრიდან გამოჩენილი კონსტრუქციული მიდგომის მიუხედავად, რუსეთი კვლავ უარს ამბობს უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის განხილვაზე, რითაც მოსკოვი უგულებელყოფს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მე-5 პუნქტით ნაკისრ ვალდებულებებს.

თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა საქართველოდან და აშშ-დან აქცენტი გააკეთეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხის საგნობრივი განხილვის აუცილებლობაზე. რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა კვლავ სცადეს ამ ჰუმანიტარული პრობლემის პოლიტიზირება და საკითხის განხილვისას დატოვეს მოლაპარაკებების ოთახი.

მოლაპარაკებების ერთ-ერთი აქტუალური საკითხი იყო აგრეთვე გარემოს დაცვის სფეროში არსებული გამოწვევები, კერძოდ, აზიური ფაროსანას მიერ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანი. მიღწეულ იქნა შეთანხმება ეკოლოგიურ პრობლემებზე ოპერატიული და ქმედითი რეაგირების მიზნით ერთობლივი მუშაობის გაგრძელებაზე“,- ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება 12-13 დეკემბერს.

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, უნდა შეიცვალოს კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, ეს აქსიომაა - შალვა პაპუაშვილი

25 მარტი, 2024 , 14:05

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილ

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

25 მარტი, 2024 , 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრ

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი, 2024 , 11:40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრი

ორასი ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ უფრო ბევრი ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას - იგორ ნარმანია

25 მარტი, 2024 , 11:16

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის, იგორ ნარმანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი