უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

18 მარტი, 2018 15:34
font-size

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებასთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს 2018 წლის 18 მარტს რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც 33 საარჩევნო უბანი უკანონოდ იქნა გახსნილი.

აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის კიდევ ერთ ნათელ მაგალითს და მათი ფაქტობრივი ანექსიისაკენ გადადგმულ მორიგ უკანონო ნაბიჯს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე რუსეთის საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება იმ პირობებში, როცა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში დარჩენილი მოსახლეობა 2000-იანი წლებიდან მოყოლებული მასობრივად გახდა მოსკოვის უკანონო, იძულებითი პასპორტიზაციის მსხვერპლი, ხოლო ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი კვლავ მოკლებულია საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლებას.

მსგავსი ქმედებებით რუსეთის ფედერაცია სრულად უგულებელყოფს გაეროს წესდებას, ჰელსინკის დასკვნით აქტს და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ისეთ ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, როგორიცაა: სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობა და შიდა საქმეებში ჩაურევლობა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის უკანონო ქმედებებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, რომლებიც ძირს უთხრის სამართალსა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგს.

ჩვენ მზად ვიყავით ფედერაციული ურთიერთობებისთვის, იყო კონფედერაციის ვარიანტი, მაგრამ ქართველები უარს ამბობდნენ - სერგეი შამბა

16 აგვისტო, 2018 , 11:25

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი ე.წ. პრემიერ-მინისტრისა და  საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი შამბას განცხადებით, ის პირველი იყო, ვინც თბილისთან ურთიერთობის დალაგებასა და „ერთობლივ მომავალზე&

ოკუპირებული ცხინვალი საქართველოს დანარჩენ ნაწილთან ე.წ. საზღვარს 24-დან 27 აგვისტომდე კეტავს

15 აგვისტო, 2018 , 16:10

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციით, თვითაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებიდან 10 წლისთავთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებების გამო სამი დღით, 24 აგვისტოს

საქართველოს ახალ ტერიტორიულ პრეტენზიებს წაუყენებენ - კონსტანტინე გამსახურდია

15 აგვისტო, 2018 , 10:30

საქართველის პირველი პრეზიდენტის უფროსი ვაჟი კონსტანტინე გამსახურდია ფეისბუკის პირად გვერდზე მოძრაობა „ძალა ერთობაშია“-ს ლიდერის დავით ქაცარავას ფეისბუკის სტატუსს აზიარებს და სოციალური ქსელის მომხმარებლების ინ

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საჰაერო დესანტის სამხედრო სწავლება მიმდინარეობს

14 აგვისტო, 2018 , 11:40

ოკუპირებულ აფხაზეთში, ქალაქ გუდაუთაში რუსეთის მეშვიდე სამხედრო ბაზაზე რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის სამხედრო ბაზის საჰაერო დესანტის მონაწილეობით სამხედრო სწავლება მიმდინარეობს. სამხედრო სწავლების სცენარის მიხედვით, დე

რაულ ხაჯიმბამ ვლადიმერ პუტინი და დიმიტრი მედვედევი დაპატიჟა

10 აგვისტო, 2018 , 12:35

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი ე.წ. დამოუკიდებლობის გამოცხადების მე-10 წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე მიიწვ

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უძრავი ქონების დეკლარირებისა და აღრიცხვის პროცედურა იწყება

9 აგვისტო, 2018 , 10:50

მთავრობამ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უძრავი ქონების დეკლარირებისა და აღრიცხვის თანდართული სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა. დადგენილებაში აღნიშნულია, რომ პროგრამა განსაზღვრავს წესებსა და პროცედურებს, ოკუპი

ვიდეო გალერეა

სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან