უკან

პოლიტიკა

21 თებერვალი, 2017 15:30
font-size

საგარეო საქმეთა სამინისტროში კოლუმბიასთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

საქართველოსა და კოლუმბიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მე-5 რაუნდი გაიმართა. კონსულტაციებს საქართველოს მხრიდან თავმჯდომარეობდა მინისტრის მოადგილე, დავით ჯალაღანია, ხოლო კოლუმბიის მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, პატი ლონდონიო.

პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში დავით ჯალაღანიამ და პატი ლონდონიომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ორი ქვეყნის მთავრობების გადაწყვეტილებით 2015 წლიდან ჩვეულებრივი პასპორტების მფლობელთათვის ასევე მოქმედებს უვიზო რეჟიმი.

პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგი, კმაყოფილებით აღნიშნეს ურთიერთობებში არსებული მზარდი დინამიკა, მათ შორის მაღალი დონის შეხვედრების ინტენსივობა.

დაისახა თანამშრომლობის გაღრმავების შემდგომი ნაბიჯები ვაჭრობის, ტურიზმის, კულტურის, განათლებისა და სპორტის სფეროებში. კოლუმბიელების მხრიდან განსაკუთრებული დაინტერესება გამოიხატა რაგბის მიმართულებით საქართველოს წარმატებული გამოცდილების გაზიარების კუთხით.

აღინიშნა ქვეყნებს შორის წარმატებული თანამშრომლობა რეგიონალურ და საერთაშორისო ფორმატებში.

ამ კუთხით მხარეებმა განიხილეს წყნარი ოკეანის ალიანსის თავმჯდომარეობის პერიოდში კოლუმბიის პრიორიტეტები და ამ ფორმატში თანამშრომლობის საკითხები.

„კოლუმბია საქართველოს ერთგული და აქტიური პარტნიორია ლათინური ამერიკისა და კარიბის ქვეყნებს შორის. კოლუმბია, საქართველოს მსგავსად ლათინურ ამერიკაში არის რეგიონში ერთგვარი დამაკავშირებელი ჰაბის როლის მატარებელი ქვეყანა. დღეს გავმართეთ ქვეყნებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მეხუთე რაუნდი და ვისაუბრეთ ორმხრივი, მრავალმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებზე“, - აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა კოლუმბიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერას.

ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში კოლუმბიის დელეგაციის წარმომადგენლები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში და ეროვნულ მუზეუმში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა

23 აპრილი, 2024 , 08:21

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. „წლის განმავლობაში ქართველები ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნით გამოდიოდნენ. ასევე, კანონპროექტის წინააღმდ

ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს

22 აპრილი, 2024 , 17:42

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს ახალი მოადგილეები ჰყავს – თეა გიორგაძე, ირინე წაქაძე და გიორგი პატარიძე მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგნე

“დადექით საქართველოს სახელმწიფოებრიობის, ჩვენი ახალი თაობისა და საერთო ევროპული მომავლის გვერდით” - პარტიები `გირჩი - მეტი თავისუფლება` და `დროა` საჯარო მოხელეებს მიმართავენ

22 აპრილი, 2024 , 17:26

პარტიები "გირჩი - მეტი თავისუფლება" და "დროა" ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და საჯარო მოხელეებს მიმართავენ. ისინი აცხადებენ, რომ იციან პოლიტიკური წნეხის მასშტაბი, რომელსაც მმართველი პარტია იყენებს საჯარო მოხელეები

გვაქვს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი შეკრების და გამოხატვის უფლება, რომლით სარგებლობასაც ვაპირებთ ნეტარად, ნარნარად და ბედნიერად - თეა წულუკიანი

22 აპრილი, 2024 , 17:09

უმცირესობასაც და უმრავლესობასაც, რაც უნდა გასაკვირი უნდა იყოს, გვაქვს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი შეკრების და გამოხატვის უფლება, რომლით სარგებლობასაც ვაპირებთ ნეტარად, ნარნარად და ბედნიერად, – ა

ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს და საკუთარი ქვეყნის მომავალ თაობას უწყობს კონტრაქციას, თავის დასასრულს აფორმებს - ანა ნაცვლიშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:14

ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს და საკუთარი ქვეყნის მომავალ თაობას უწყობს კონტრაქციას, თავის დასასრულს აფორმებს, -  ამის შესახებ პარტია „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა „ქართული ოცნების&

იმისთვის, რომ მოსწავლე აღიზარდოს სათანადო ღირებულებებზე, მნიშვნელოვანია, რომ სათანადო პრინციპებს დაეფუძნოს ზოგადი განათლება ჩვენს ქვეყანაში - ირაკლი კობახიძე

22 აპრილი, 2024 , 14:58

ხედავთ, რომ გვაქვს გამოწვევები განათლების კუთხით. არის გლობალური ტენდენციები საკმაოდ სარისკო და ნეგატიური და ამ ტენდენციების დამკვიდრება არ გვინდა ჩვენს ქვეყანაში. იმისთვის, რომ მოსწავლე აღიზარდოს სათანადო ღირებულებებზე,

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი