უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

17 ნოემბერი, 2018 17:25
font-size

საგარეო საქმეთა სამინისტროში საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისათვის შექმნილი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისათვის შექმნილი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა. სპეციალური სამსაფეხურიანი სახელმძღვანელო, რომელიც მშობლიური ენის სწავლებასთან ერთად მოიცავს საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიისა და კულტურის საკითხებს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით შეიქმნა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და ისაუბრა ქართულ დიასპორაზე, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარ პრიორიტეტზე. მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის საკვირაო სკოლების საქმიანობის მნიშვნელობაზე.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამიერიდან ჩვენს ბავშვეს ექნებათ შესაძლებლობა, რომ საკვირაო სკოლებში იხელმძღვანელონ უცხო ქვეყნისთვის ადაპტირებული სახელმძღვანელოთი, რომელიც ბავშვებს მისცემს შესაძლებლობას იყვნენ ჩართული ყველა იმ საგანმანათლებლო პროცესში, რომელიც საქართველოში ხორციელდება. მსგავსი სახის პროექტები და ახალი ინიციატივები ჩვენ მომავალშიც გვექნება, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენი დიასპორა იყოს უფრო აქტიურად ჩართული ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ღონისძიებაზე სიტყვით ასევე წარსდგნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე და საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი რატი ბრეგაძე. ღონისძიების დასასრულს განხორციელდა ტელე-ხიდი ქ.ბარსელონაში არსებულ საკვირაო სკოლასთან.

სახელმძღვანელოები აგებულია თანამედროვე სწავლების პრინციპებზე და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სთავაზობს ისეთ სასწავლო მასალას, რომელიც უზრუნველყოფს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის სათანადო ენობრივ-კომუნიკაციური კომპეტენციების ათვისებას და მათ ეხმარება ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში. საზღვარგარეთ ფუნქციონირებს 84 ქართული საკვირაო სკოლა და 11 ქართული ენის შემსწავლელი კურსი , რომელშიც 3000 მდე 6-14 წლის ბავშვი სწავლობს.

აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიწყო „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება, რომლის ფარგლებშიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისათვის მოამზადა ქართული ენის ინტეგრირებული პროგრამა, რომელიც გულისხმობს ქართული ენის კურსის ფარგლებში სწორედ საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიისა და კულტურის საკითხების სწავლებასაც გაერთიანებული სწავლების პრინციპით. საკვირაო სკოლებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელო სწორედ ამ ინტეგრირებულ პროგრამაზე დაყრდნობით შეიქმნა.

2017 წელს, საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიასპორის წარმომადგენელთა მაღალი ჩართულობით შეიმუშავა სტრატეგიული დოკუმენტი „ერთიანი ძლიერი და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორა“, რომლის მიზანია დიასპორის ერთიანობის, სიძლიერისა და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის განვითარების უზრუნველყოფა.

საკვანძო სიტყვები:

24 თებერვალს გორის გვირაბში მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება

23 თებერვალი, 2019 , 16:21

24 თებერვალს გორის გვირაბში მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება. აღნიშნულ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 87-ე კმ

თავდასხმა რუსთაველზე - 39 წლის მამაკაცის მტკიცებით, ფარცხალაძის გარემოცვის წევრი ფიზიკურად გაუსწორდა

23 თებერვალი, 2019 , 15:46

თბილისის ცენტრში თავდასხმა მოხდა. რუსთაველის გამზირზე, ქაშუეთის ეკლესიასთან, რამდენიმე წუთის წინ სისხლიანი დაპირისპირება მოხდა. მოქალაქე ამტკიცებს, რომ მას სასტიკად გაუწსორდა ყოფილ მთავარ პროკურორთან, ოთარ ფარცხალაძესთან

„ადეიშვილთან იცით, ვინ დაარბენინებდა ამ ჩანაწერებს? - ვანო ზარდიაშვილი! ამ კაცმა იცის ზედმიწევნით ყველაფერი“

23 თებერვალი, 2019 , 15:15

ბოლოს გავრცელებული ვერსიით, ეკა ბესელიასთან დაკავშირებული ფარული კადრების გავრცელების თაობაზე გაიჟღერა, რომ ის სომხეთის ციხიდან იქნა ატვირთული.   რამდენად რეალურია ეს ვერსია? რა ხდება სინამდვილეში - ვინ იღებდა აღნიშ

მოძალადის ადგილი ჭიდაობის ფედერაციის სათავეში არ არის - ჭიდაობის ფედერაციასთან აქცია მიმდინარეობს

23 თებერვალი, 2019 , 15:15

ჭიდაობის ფედერაციასთან, სადაც ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომაა ჩანიშნული, ზურაბ დათუნაშვილის მხარდამჭერ აქციას სამოქალაქო აქტივისტები მართავენ. აქციის მონაწილეების თქმით, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ დაუყ

მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანსიებზე განცხადებების მიღების ახალი ეტაპი დაიწყო

23 თებერვალი, 2019 , 14:30

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანტურ თანამდებობაზე დასაქმების მსურველთა განცხადებების მიღების ახალი ეტაპი დაიწყო. როგორც „მედიანიუსს“ შს სამინისტროდან აცნობეს, მართლწესრიგის ოფიცრის 220

`მე გეტყვით ახლა, რას მოჰყვა ხორავას ქუჩის მკვლელობა... დიდი ხანი ვდუმდი ამაზე`

23 თებერვალი, 2019 , 14:00

"მოგესალმები, ბატონო ბიძინა, ნაკვირახად ქცეული ქვეყნიდან, ნაკვირახად ქცეული გამომშრალი, დაკბეჩილი, დაჩიავებული, ხორცშეურჩენელი, სიცოცხლე გამოწურული ქალაქიდან... იმერელი კაცი ხართ და გაიგებთ, გეცოდინებათ, რას ნიშნავს ნაკვ

ვიდეო გალერეა

მოსამართლეები ხელისუფლების სამსახურში