უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

17 თებერვალი, 2017 15:35
font-size

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა რამდენიმე ხელშეკრულება განიხილა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სხდომაზე რამდენიმე ხელშეკრულება განიხილა, რომელიც დეპუტატებს, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ გააცნო.

როგორც მედიანიუსს პარლამენტიდან აცნობეს, „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის (სადახლო-ბაგრატაშენის ხიდის პროექტი)“ სასესხო შეთანხმება განიხილა, რომლის მიხედვით, EBRD-მა საქართველოს სესხის სახით, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სადახლო-ბაგრატაშენის სასაზღვრო გამტარ პუნქტზე ხიდის მშენებლობისთვის 6 მლნ. ევრო გამოუყო. წარმოდგენილი სასესხო შეთანხმებით, სესხის ხანგრძლივობაა 15 წელს შეადგენს, მათ შორის, 3 წელი შეღავათიანია, ხოლო საპროცენტო განაკვეთი ცვალებადია და დამოკიდებულია EURIBOR-ზე.

„სომხეთის ტერიტორიაზე არსებული ხიდის ნაწილის მშენებლობისთვის, სომხეთსა და EBRD-ს შორის, სასესხო შეთანხმება უკვე გაფორმებულია, რომლის ფარგლებში მათ 10 მლნ. ლარი აქვთ გამოყოფილი“, - განმარტა გიორგი კაკაურიძემ.

მისივე განმარტებით, აღნიშნულ პროექტს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს.

ცვლილება შედის ასევე, „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2016 წლის 11 იანვრით დათარიღებულ „მზარდად სტაბილური, ინტეგრირებული და ჯანსაღი საზოგადოება“ განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმებაში“.

საგრანტო შეთანხმების ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID), საქართველოს, გრანტის სახით, დაახლოებით 1 მლნ. აშშ. დოლარი იმ პირობით გამოუყო, რომ ეს თანხა შესაძლოა გაზრდილიყო ან შემცირებულიყო. ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს თანამონაწილეობა დაახლოებით 333 ათას აშშ. დოლარს შეადგენდა, რომელიც ასევე, შეიცვლებოდა გრანტის თანხის გაზრდის ან შემცირების შესაბამისად.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, წარმოდგენილი ცვლილებით USAID-ის მიერ გამოყოფილი საგრანტო თანხა 1 მლნ აშშ. დოლარით იზრდება. შესაბამისად, იზრდება საქართველოს თანამონაწილეობაც.

როგორც გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, აღნიშნული თანხებით სხვადასხვა აქტივობები შემდეგი მიმართულებებით დაფინანსდება: სამოქალაქო საზოგადოება და სამოქალაქო და ეკონომიკური სერვისები მოწყვლადი მოსახლეობისთვის.

„დემოკრატიული კონტროლი და ბალანსი და ანგარიშვალდებული მმართველობა“ განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმებაში“ ცვლილება ნომერ ერთი“, გრანტის მიმღებისა და USAID-ის გადაწყვეტილებით, გრანტის მთლიანი თანხის, დაახლოებით 6,52 მლნ. აშშ დოლარით გაზრდას ითვალისწინებს. „აღნიშნული ცვლილება შესაბამისად, განსახორციელებელ პროექტებში საქართველოს თანამონაწილეობის გაზრდასაც გამოიწვევს“, - განაცადა გიორგი კაკაურიძემ. მისივე თქმით, გრანტით, სხვადასხვა პროექტები, შემდეგი მიმართულებებით დაფინანსდება: კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები; დემოკრატიული მმართველობა; სამოქალაქო საზოგადოება.

როგორც კომიტეტის სხდომაზე აღინიშნა, ცვლილება შედის „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2015 წლის 22 დეკემბრით დათარიღებული „ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა“ განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმებაში“.

მომხსენებლის განმარტებით, „ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა“ განვითარების მიზნით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) საქართველოს გრანტის სახით, დაახლოებით 13,1 მლნ. აშშ. დოლარი გამოუყო, რომელიც ასევე, შესაძლოა გაზრდილიყო ან შემცირებულიყო. ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს თანამონაწილეობა დაახლოებით 4,4 მლნ აშშ. დოლარს შეადგენდა, რომელიც ასევე, გრანტის თანხის გაზრდის ან შემცირების შესაბამისად შეიცვლება.

წარმოდგენილი ცვლილებით, USAID-ის მიერ საგრანტო თანხის ოდენობა, იზრდება 15 მლნ. დოლარით და რაც დაახლოებით 28 მლნ. აშშ. დოლარს შეადგენს.

გიორგი კაკაურიძის განმარტებით, აღნიშნული თანხით შემდეგი მიმართულებები ფინანსდება: კონფლიქტების შემსუბუქებისა და შერიგების მიმართულებით გამოყოფილი თანხა იზრდება 2 მლნ. დოლარით და ის 2ლნ.500 ათას დოლარს შეადგენს; განათლების მიმართულებისთვის განსახორციელებელი ღონისძიებისთვის იზრდება 1 მლნ. დოლარით და შეადგენს 1ლნ.897 ათას დოლარს; ინფრასტრუქტურისთვის - იზრდება 2ლნ.500 ათას დოლარით და ის 4 მლნ. დოლარს შეადგენს; სოფლის მეურნეობისთვის იზრდება 1მლნ.700 ათასი დოლარით, ჯამური თანხა 3 მლნ.260 ათასი დოლარი; კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის - ზრდა 6მლნ. 102 ათასი და შეადგენს 12 მლნ. 72 ათას დოლარს; გარემო დაცვისთვის კი, იზრდება 1მლნ 668 ათასი დოლარით და შეადგენს 4 მლნ 350 ათასს დოლარს.

„პროექტს, დონორი მხარე, სახელმწიფო სტრუქტურებთან კოორდინაციით განახორციელებს“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

დეპუტატები დაინტერესდნენ აღნიშნული შეთანხმებით გამოყოფილი თანხები როგორ მოხმარდება კონფლიქტების შემსუბუქებასა და შერიგებას. როგორც მომხსენებელმა განმარტა, პროგრამა მიზნად ისახავს ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას საოკუპაციო ზოლთან. „ეს პროექტი ხელს შეუწყობს მიკრო და მცირე საშუალო საწარმოების განვითარებას ძირითადად, პირობით საზღვრის ტერიტორიაზე. კონფლიქტის მიმდებარე ტერიტორიაზე ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარება, ხელს შეუწყობს როგორც პირობითი საზღვრის აქეთ ასევე, იქით მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის, გარკვეული ეკონომიკური აქტივობების განხორციელებას, რათა გარკვეული დაახლოება მოხდეს“, - განმარტა გიორგი კაკაურიძემ.

სხდომაზე გამოითქვა მოსაზრება, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისია შეიქმნება, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართება, სადაც აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის და დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ინფორმაციის გაზიარებისთვის მოიწვევენ და იმ კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით იმსჯელებენ, რომელიც კონფლიქტების შემსუბუქებისა და შერიგების მიმართულებით ხორციელდება.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას თქმით, წარმოდგენილი ხელშეკრულებებით მნიშვნელოვანი პრიორიტეტებია გამოკვეთილი. როგორც მან აღნიშნა, მსგავს პროექტებს სხვა დონორი ორგანიზაციებიც ახორციელებენ.

„შეგვიძლიათ შევხვდეთ ნებისმიერ დონორს და ვთხოვოთ უფრო კონკრეტულად აგვიხსნან რა მიმართულებებით იხარჯება თანხები. თუმცა, როდესაც კონფლიქტების მოგვარებაზეა საუბარი, USAID-ის გარდა სხვა დონორებიც არიან, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ. ჩვენ შეგვიძლია შეხვედრა გავმართოთ მათთან ერთადაც და ზუსტად გავიგოთ თუ რას გულისხმობს მათი პროექტები“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა პარლამენტში წარმოდგენილ სასესხო შეთანხმებებში ცვლილებები მოიწონა და მის რატიფიცირებას მხარი დაუჭირა.

„ერთიანი საქართველო“ ხელისუფლებას ანტიკრიზისულ გეგმას სთავაზობს

28 მარტი, 2020 , 15:00

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას ანტიკრიზისულ გეგმას სთავაზობს. „ჩვენ, „ერთიან საქართველოს“, გვინდა წარმოგიდგინოთ, შედარებით მოკრძალებული და რეალისტური გეგმა სწორედ ჩ

დღეს ისე როგორც არასდროს საჭიროა ევროპული სოლიდარობის დემონსტრირება - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

25 მარტი, 2020 , 22:42

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის დაარსებისთვის საფუძველის ჩაყრის 63 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "ზუსტად 63 წლის წინ, 1957 წლის 25 მარტს, ევროპის ქვეყნებმა რომის ხელშეკრულების ხელმოწე

არჩილ თალაკვაძესა და ადამ კინზინგერს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

25 მარტი, 2020 , 11:25

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური არჩილ თალაკვაძესა და ამერიკელ კონგერსმენ ადამ კინზინგერს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაშია ნათქვამი,

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ამოქმედების შესახებ გაერო-სა და ევროპის საბჭოს ეცნობათ

23 მარტი, 2020 , 12:35

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ამოქმედების შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და ევროპის საბჭოს ეცნობათ. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დადგენილი საერთაშორისო პ

ნატო ჩხეიძე: პრემიერის გამოუცხადებლობა მივიჩნიე უპასუხისმგებლო დამოკიდებულებად

22 მარტი, 2020 , 14:35

„პრემიერის გამოუცხადებლობა მივიჩნიე უპასუხისმგებლო დამოკიდებულებად არა მარტო პარლამენტის მიმართ, რაც ისედაც სჩვევია, არამედ უპასუხისმგებლიბად თავისივე ინიცირებული 1 თვიანი საგანგებო რეჟიმის მიმართ, და ასეც აღვნიშნე

საერთაშორისო მიმოსვლის შეწყვეტა ნიშნავს, რომ საქართველოში უცხო ქვეყნების მოქალაქეების შემოსვლა იზღუდება, მაგრამ არ ნიშნავს იმას, რომ იზღუდება საქართველოს მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა - ბექა დოჭვირი

21 მარტი, 2020 , 22:48

საერთაშორისო მიმოსვლის შეწყვეტა ნიშნავს, რომ საქართველოში უცხო ქვეყნების მოქალაქეების შემოსვლა იზღუდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იზღუდება საქართველოს მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა, - ამის შესახებ მ