უკან

კონფლიქტის ზონა

18 მაისი, 2017 17:30
font-size

საგარეო უწყება მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ქმედითი ზომები მიიღოს ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაციის მიზნით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ერთობლივი „საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის შექმნასთან დაკავშიორებით შეთანხმების ხელმოწერას გმობს“.

საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ „რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის რეგიონში შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნა, ხოლო ახლა საგამოძიებო და სამართალდამცავი ორგანოების შერწყმა, რომლებსაც ინტეგრაციის შესახებ 2014 წლის ე.წ. ხელშეკრულება ითვალისწინებდა, წარმოადგენს ოკუპირებული რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პროცესის მკაფიო დასტურს.

ე.წ. შეთანხმება სრულად უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის ისეთ ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, როგორებიცაა სახელმწიფოს სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობა. ეს არის რუსეთის ფედერაციის გამიზნული ქმედება, რომ ხელი შეუშალოს საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკას, რომელსაც მხარს უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობა. მსგავსი ქმედებები ხელს უწყობს რეგიონში ვითარების დესტაბილიზაციას, ასევე ზიანს აყენებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე უკანონო პროცესები კიდევ ერთხელ ცხადყოფს მტკიცე და კონსოლიდირებული საერთაშორისო ძალისხმევის აუცილებლობას. მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, ქმედითი ზომები მიიღოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიის პრევენციისა და დეოკუპაციის მიზნით“,-ნათქვამია განცხადებაში.

მონიკა დავლიანიძე

სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი სერბეთის პატრიარქს შეხვდა - ოსური მედია

13 იანვარი, 2018 , 14:25

სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ ირინეოს შეხვდა. ამის შესახებ გამოცემა „რესს“ ბიბილოვის პრესმდივანმა დინა გასიევამ აცნობა.   შეხვ

მნიშვნელოვანი პოლიტიკური ინიციატივების გარეშე, კვირიკაშვილის დასწრება ჟენევის მოლაპრაკებებში უშედეგო იქნება - ვიაჩესლავ ჩირიკბა

4 იანვარი, 2018 , 16:40

აფხაზეთის ყოფილი დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიაჩესლავ ჩირიკბას შეფასებით, ჟენევის მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს. ამის შესახებ მან „ეხო კავკაზასთან“ ინტერვიუში თქვა. „ვფიქრობ, ჟენევის მოლაპ

რის საფუძველზე მოხდა ქართველი ტყვეების გადაცემა თბილისისთვის? - აფხაზური მხარის განმარტება

3 იანვარი, 2018 , 14:40

დრანდის ციხიდან გიორგი ლუკავას გათავისუფლება და თბილისისთვის გადაცემის ფაქტი  ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში მითქმა-მოთქმის საბაბი გახდა. ამის გამო დე-ფაქტო პრეზიდენტის რაულ ჰაჯიმბას ადმინისტრაციამ მოსა

ე.წ. მესაზღვრეებმა სოფელ იონჩასთან საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს

30 დეკემბერი, 2017 , 13:10

ე.წ. მესაზღვრეებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს. ქარელის რაიონის სოფელ ავლევის მცხოვრები ზურაბ ჟღენტი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 64 წლის მამაკაცი

31 დეკემბრიდან 2 იანვრამდე საქართველოსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის ე.წ. საზღვარი დაიკეტება

30 დეკემბერი, 2017 , 11:24

31 დეკემბრიდან 2 იანვრის დილამდე საქართველოსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის ,,საზღვარი“ დაიკეტება. შესაბამის ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი ავრცელებს. „ახალი წლის ღამეს, 31

ყველა შემთხვევაში სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში შევა - ანატოლი ბიბილოვი

28 დეკემბერი, 2017 , 17:40

„ვფიქრობ, რომ სამხრეთ ოსეთის მომავალი ყველა შემთხვევაში იქნება რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში“, - ამის შესახებ „ინტერფაქსს“ სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა გან

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე