უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

11 დეკემბერი, 2019 12:35
font-size

საგარეო უწყებაში გერმანიის ელჩთან შეხვედრაზე ხანგოშვილის მკვლელობის შესახებ ისაუბრეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი საქართველოში გერმანიის ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა. შეხვედრაზე მათ ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზეც ისაუბრეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

უწყების ცნობით, გერმანულმა მხარემ ქართულ მხარეს გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

"ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ხსენებულ საკითხზე რეგულარულად გვაქვს კომუნიკაცია გერმანულ მხარესთან, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, ასევე შესაბამის უწყებებს შორის", - განახადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

"ჩემს ქართველ კოლეგასთან საკმაოდ ნაყოფიერი საუბარი მქონდა. ჩვენ განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები, მისი ბერლინში განხორციელებული ვიზიტი. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას. ეს გერმანიის მხარის გამოძიებაა, თუმცა აღნიშნული საკითხი ორივე ქვეყნის ინტერესებში შედის. მინისტრის პირველ მოადგილეს მივაწოდე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გერმანის ხელისუფლების დასკვნის თანახმად, არსებობს ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული საქმე სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული დანაშაულია და გამოძიება ამაზე დარყდნობით გრძელდება", - განაცხადა გერმანიის ელჩმა.

4 დეკემბერს ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით გერმანიიდან 2 რუსი დიპლომატი გააძევეს.

მანამდე გამოცემა Bellingcat-მა ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გაარკვია რუსეთის მოქალაქის ვინაობა, რომელმაც რამდენიმე თვის წინ ბერლინში საქართველოს მოქალაქე, ზელიმხან ხანგოშვილი მოკლა.

Spiegel-თან, The Insider-თან და Dossier Center-თან ერთად ჩატარებულმა გამოძიებამ აჩვენა, რომ ხანგოშვილის მკვლელის ნამდვილი სახელი ვადიმ კრასიკოვია. ის გერმანიაში 49 წლის ვადიმ სოკოლოვის სახელზე გაცემული პასპორტით ჩავიდა.

ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 23 აგვისტოს მოკლეს. ბერლინის პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით რუსეთის 48 წლის მოქალაქე დააკავა, რომლის ნამდვილი ვინაობაც დღემდე უცნობია.

WSJ-ის ინფორმაციით, აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთმა შეუკვეთა. ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახმა გერმანიაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.

გიორგი გახარია - საარჩევნო სიაში ჩემი ნომრით არ განისაზღვრება ის ძალისხმევა, რომლითაც უახლოეს თვეებში გამარჯვებისთვის ვიბრძოლებ

12 აგვისტო, 2020 , 16:00

საარჩევნო სიის ნომრით არ განისაზღვრება ის ძალისხმევა, რომლითაც უახლოეს თვეებში ვიბრძოლებ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საარჩევნო სიასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქ

„ნაციონალური მოძრაობა“ მაჟორიტარული სიის წარდგენას ათი დღის განმავლობაში გეგმავს

12 აგვისტო, 2020 , 15:40

„ნაციონალური მოძრაობა“ მაჟორიტარული სიის წარდგენას ათი დღის განმავლობაში გეგმავს. როგორც საქართველოს პირველ არხს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განუცხადა, ამჟამად, მ

“ლელოს“ გუნდს ბიზნესმენი თამაზ გაიაშვილი შეუერთდა

12 აგვისტო, 2020 , 15:10

"ლელოს" გუნდს ახალი წევრი ჰყავს. პოლიტიკურ გაერთიანებას „აირზენა - ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი - თამაზ გაიაშვილი შეუერთდა, რომელიც დღეს ბრიფინგზე „ლელოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ წარადგი

“ლელოს“ გუნდს დეპუტატი ლევან კობერიძე შეუერთდა

11 აგვისტო, 2020 , 15:10

“ლელო“ გუნდს ახალი წევრი ჰყავს. პოლიტიკურ გაერთიანებას დამოუკიდებელი დეპუტატი - ლევან კობერიძე შეუერთდა, რომელიც დღეს ბრიფინგზე „ლელოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ წარადგინა. მამუკა ხაზარაძის თ

გვესმის მუდმივი ბრძოლა წარსულთან და წარსულის გამოყენება, რომ ადამიანებმა უკეთესი ცხოვრება არ მოითხოვონ მომავალში - დავით ბაქრაძე

10 აგვისტო, 2020 , 17:35

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. „ეს არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც აშინებს ადამიანებს წარსულით, რომ არ მოითხოვონ უკეთესი

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ნახევარი მთავრობა დაკავებული იყო არა სახელმწიფო საქმიანობით, არამედ მოქმედებდნენ როგორც „ქართული ოცნების“ აქტივისტები - ნინო ბურჯანაძე

10 აგვისტო, 2020 , 17:20

„არჩევნები უკვე დაწყებულია და წინასაარჩევნო პერიოდში უკვე ნათლად გამოჩნდა თუ როგორ აპირებს „ქართული ოცნება“ სახელმწიფო ხარჯების, ბიუჯეტის და თანამდებობის პირების ბიძინა ივანიშვილის ინტერესებისთვის გამოყ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე