უახლესი ამბები
- 24.04.2024 12:38მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`
- 24.04.2024 11:30შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- 24.04.2024 11:19პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს
არქივი
რეგიონები
საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი პოლონეთის რესპუბლიკაში
27 ივნისს პოლონეთის რესპუბლიკას საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძის ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.
საგარეო უწყების ცნობით, მიხეილ ჯანელიძე ორმხრივ შეხვედრას გამართავს პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვიტოლდ ვაშჩიკოვსთან. მინისტრები ასევე მონაწილეობას მიიღებენ „თბილისის კონფერენციის“ გახსნის ცერემონიაში. „თბილისის კონფერენციის“ დაფუძნების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს 2015 წლის 14 აპრილს, თბილისში, საქართველოსა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოაწერეს ხელი. თანამშრომლობის აღნიშნული ფორმატი ითვალისწინებს პოლონეთის გამოცდილების გაზიარებას და საექსპერტო დახმარებას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.
ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მინისტრის შეხვედრები პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალთან სტანისლავ კარჩევსკისთან და სეიმის ვიცე-მარშალთან რიშარდ ტერლეცკისთან.
მიხეილ ჯანელიძე ასევე ეწვევა ვარშავის აჯანყების მუზეუმს და გვირგვინით შეამკობს უცნობი ჯარისკაცის საფლავს.