უკან

საზოგადოება

14 ნოემბერი, 2017 15:45
font-size

საგურამოში დასუფთავების აქცია ჩატარდა

ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით, კამპანია „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით, საგურამოში ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა დასუფთავების აქცია, რომელშიც ორგანიზატორებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა ISET სტუდენტებმა.

აქციის ფარგლებში დასუფთავდა სახლ-მუზეუმის მისასვლელი გზა თავისი სკვერით და შემოგარენი, ასევე სახლ-მუზეუმის ეზო. საიუბილეო ღონისძებებების ფარგლებში გამართულ დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღო 100-მდე მოხალისემ, რომლებმაც შეაგროვეს დაახლოებით 6 მ3 მოცულობის ნარჩენი და დაასუფთავეს 1 ჰა ფართობის ტერიტორია.

აქციის დასრულების შემდეგ, აქციაში მონაწილე სტუდენტებს საშუალება მიეცათ დაეთვალიერებინათ ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი. 8 ნოემბერს, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180 წელი სრულდება.

საგურამოში ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმში დასუფთავების აქცია ჩატარდა პროექტის - „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით.

სოციალური კამპანია „#იმოქმედე“ - უფასო ტრენინგების 6-თვიანი ციკლი დასრულდა

17 ნოემბერი, 2017 , 17:41

იუსტიციის სამინისტრომ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში წარმოებული უფასო ტრენინგების 6-თვიანი კურსი დაასრულა. ტრენინგების შედეგები იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და იუსტიციის სასწავლო ცე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაძლო დისკრიმინაციული მოქმედების გამო სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარუდგინა

17 ნოემბერი, 2017 , 16:45

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატის შესაძლო დისკრიმინაციასთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა მეგობრის მოსაზრება წარუდგინა. მოსარჩელის თქმით, ის არ დანიშნეს მისი განსხვავებული მოსაზრებების და გაერთიანებისა

ქართულ კალათბურთს ძალიან ცუდი პერიოდი უდგას - კალათბურთის ფედერაციას საპრეზიდენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებაში ადანაშაულებენ

17 ნოემბერი, 2017 , 16:10

„კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობაში ცდილობენ, გააყალბონ არჩევნები“, - ამის შესახებ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა და ყოფილმა კალათბურთელმა შიო ხეცურიანმა საკალათბურთო ნაკრების გამთამაშებ

ენერგეტიკული სასმელი „ბუღას“ სარეკლამო კამპანია სექსისტურია - სახალხო დამცველი

17 ნოემბერი, 2017 , 15:55

სახალხო დამცველის აპარატმა მოუწოდა სს „წყალ მარგებელს“, მოახდინოს ენერგეტიკული სასმელი „ბუღას“ რებრენდინგი, რადგან მისი სარეკლამო კამპანია და შეფუთვა დისკრიმინაციულია ქალების მიმართ. „2017 წ

ნაძალადევის რაიონში, ბეჟანიშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები 5 დეკემბრამდე დასრულდება

17 ნოემბერი, 2017 , 15:55

თბილისის მერი კახა კალაძე ნაძალადევისა და საბურთალოს რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. კახა კალაძე თავდაპირველად, ბეჟანიშვილის ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც გზის კაპიტალური რეაბილიტაცია ხორციელდება. როგორც თ

ნოდარ კერესელიძე ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის დირექტორს შეხვდა

17 ნოემბერი, 2017 , 15:20

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის დირექტორს, ნენსი ნაითს შეხვდა.  მხარეებმა საქართველოში დაავადებათა კონტროლისა და პრევენ

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე