უახლესი ამბები
- 17.04.2021 15:55უმნიშვნელოვანესი იყო სავალუტო ფონდის პროგრამის მხარდაჭერა საქართველოსათვის ამბიციური რეფორმების განხორციელების პროცესში - ლაშა ხუციშვილი
- 17.04.2021 15:09“არა ნამოხვანჰესს!” - ლონდონში რიონის ხეობის მცველების მხარდამჭერი აქცია გაიმართა
- 17.04.2021 15:04მაჭავარიანის ქუჩის ქვემოთ განვითარებული მეწყრის ნაპრალი - თეა გოდოლაძე ახალ ფოტოს ავრცელებს
- 17.04.2021 14:41`დისკრიმინაცია დანაშაულია - არა ძალადობას` - რუსთაველის ეროვნული თეატრის წინ აქცია მიმდინარეობს
- 17.04.2021 14:34ვიღაცის „ოცნება“ სრულდება, ვიღაცის „ოცნება“ იწყება... და ასეა მე-9 წელია - დავით ჭიჭინაძე
- 17.04.2021 14:29პანსიონში, სადაც ბავშვებზე ძალადობენ, მეუფე სპირიდონმა ომბუდსმენის რწმუნებულები არ შეუშვა
- 17.04.2021 13:18მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია ბრიუსელში მიემგზავრებიან
- 17.04.2021 13:13შსს-მ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის 1 520 ფაქტი გამოავლინა
- 17.04.2021 13:07ქართველი ხალხი იმსახურებს კომპრომისს, რომელიც მთავრობისა და ოპოზიციის მიერ იქნება მიღწეული - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიურო
- 17.04.2021 13:02მინდია გოგოჭურს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
არქივი
საზოგადოება


საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში რეფორმის პაკეტის განხილვა საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე იგეგმება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდეის, არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში რეფორმის პაკეტის განხილვა საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე იგეგმება.
მისი თქმით, ადმინისტრირება შესაძლოა გამკაცრდეს ისეთ დარღვევებზე, რომელიც ავარიების ხშირი მიზეზია.
„საუბარია, მინიმუმ რამდენიმე მნიშვნელოვან კომპონენტზე: ადმინისტრირება შესაძლოა, გამკაცრდეს ისეთ დარღვევებზე, რომელიც ავარიების ხშირი მიზეზია - სიჩქარის გადაჭარბება, არასწორი მანევრირება, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართვა და სხვა. მოხდება მართვის მოწმობის გამოცდის გადატანა რეალურ მოძრაობაში, რაც მართვის მოწმობას გახდის უფრო საიმედოს და მძღოლების საწყის კვალიფიკაციას უფრო მაღალს”, - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, შესაძლოა დაინერგოს ქულების სისტემა, რომლის საშუალებითაც წლის განმავლობაში ის, ვინც საპატრულო პოლიციის მიერ პირადად დაჯარიმდება, თან დაკარგავს ქულებსაც და პირობითად 100-ქულიანი ლიმიტის ამოწურვის შემდეგ მოუწევს მართვის მოწმობის შეჩერება ან შეწყვეტა და გამოცდის თავიდან ჩაბარება.
თალაკვაძის ინფორმაციითვე, განიხილება უკონტაქტო პატრულირების დანერგვა სამოქალაქო მანქანებით, რომელთაც სპეციალური ნიშანი აქვს მხოლოდ უკანა მხარეს და რომელსაც ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი მართავს.
„ეს სისტემა საგზაო უსაფრთხოებას და ჩვენს მოქალაქეებს დაიცავს მაშინაც კი, როცა დამრღვევ მძღოლს ჰგონია, რომ საპატრულო ეკიპაჟი ახლო-მახლო არ არის. შესაძლოა, მოხდეს სიჩქარის მოძრავი დეტექტორების გამოყენება. დღეს ასეთი დეტექტორები მხოლოდ სტაციონარულად, ბოძებზე არის დამაგრებული და დამრღვევი მძღოლები ხშირად სიჩქარეს ანელებენ ბოძთან გავლისას. მომავალში შესაძლოა, გადასატანი დეტექტორები იქნას გამოყენებული, რომელიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილას იქნება განთავსებული. უნდა მოხდეს ქალაქების და გზების დაფარვა ახალი, “ჭკვიანი” ვიდეოკამარებით, რომელთა მონტაჟიც უკვე დაწყებულია. ეს ვიდეოკამერები რეაგირებას მოახდენს დარღვევებზე და იქნება ჩართული ოპერატიული მართვის ერთიან ცენტრში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახლახან შექმნა რეფორმის ფარგლებში“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:

უმნიშვნელოვანესი იყო სავალუტო ფონდის პროგრამის მხარდაჭერა საქართველოსათვის ამბიციური რეფორმების განხორციელების პროცესში - ლაშა ხუციშვილი
17 აპრილი, 2021 , 15:55

“არა ნამოხვანჰესს!” - ლონდონში რიონის ხეობის მცველების მხარდამჭერი აქცია გაიმართა
17 აპრილი, 2021 , 15:09

მაჭავარიანის ქუჩის ქვემოთ განვითარებული მეწყრის ნაპრალი - თეა გოდოლაძე ახალ ფოტოს ავრცელებს
17 აპრილი, 2021 , 15:04

`დისკრიმინაცია დანაშაულია - არა ძალადობას` - რუსთაველის ეროვნული თეატრის წინ აქცია მიმდინარეობს
17 აპრილი, 2021 , 14:41
პანსიონში, სადაც ბავშვებზე ძალადობენ, მეუფე სპირიდონმა ომბუდსმენის რწმუნებულები არ შეუშვა
17 აპრილი, 2021 , 14:29

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერას კიდევ უფრო განსაკუთრებული დატვირთვა აქვს პანდემიის ფონზე შექმნილ რთულ გარემოებებში -კობა გვენეტაძე
17 აპრილი, 2021 , 12:57