უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

20 სექტემბერი, 2018 17:30
font-size

საგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით, თბილისსა და რეგიონებში ახალი ვიდეოკამერები ამოქმედდა

საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, დედაქალაქის მასშტაბით კიდევ 20 ზოგადი ხედვის ვიდეოკამერა სრული დატვირთვით ამოქმედდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით, 550 ვიდეოკამერა ფუნქციონირებს, მათ შორის, 306 ნომრის ამომცნობი და 244 ზოგადი ხედვის კამერა.

„საგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ხაშურისა და ბორჯომის საავტომობილო გზის მონაკვეთის ორ ლოკაციაზე, ორმხრივი მიმართულებით, საავტომობილო სიჩქარის კონტროლის ორი სექცია ამოქმედდა.

ასევე, სამი სიჩქარის მზომი წერტილოვანი რადარი ამოქმედდა კახეთის რეგიონში, კერძოდ, თელავში, სოფელი ვარდისუბნისა და სოფელი ნასამხარალის საავტომობილო გზის მონაკვეთზე. დღეის მდგომარეობით, სრული დატვირთვით ფუნქციონირებს სიჩქარის მზომი 23 წერტილოვანი რადარი.
საქართველოს მასშტაბით კი ჯამში 253 კმ სიგრძის საავტომობილო გზა კონტროლდება სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

ამასთან, უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ, ვიდეოჯარიმების შესახებ მოქალაქეთა დროულად ინფორმირების მიზნით, მომხმარებელთა სატელეფონო მონაცემების ბაზაში მობილური ტელეფონის ნომრის განახლების პროცესი გაამარტივა.

„მოქალაქეს, პერსონალური მონაცემების მაქსიმალური დაცვით, მონაცემთა ბაზაში საკუთარი მობილური ტელეფონის ნომრის დისტანციურად შეცვლის შესაძლებლობა აქვს. სატელეფონო ნომრის შესაცვლელად, ავტომანქანის მფლობელები უნდა დაუკავშირდნენ მომსახურების სააგენტოს, ცხელ ხაზზე – 2 41 91 91. შემდეგ, პიროვნების იდენტიფიცირების მიზნით, ოპერატორს უნდა უკარნახონ სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, თავიანთ მფლობელობაში არსებული ავტომანქანის სახელმწიფო ნომერი, ტექმოწმობის ან შასის/vin კოდის ბოლო 4 ციფრი და განაახლონ მობილური ტელეფონის ნომერი. ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელები შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მომხმარებელთა სატელეფონო მონაცემების ბაზაში დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას ვიდეოჯარიმის გამოწერის შესახებ.

ჯარიმის შესახებ შეტყობინების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში, მოქალაქე სარგებლობს 20%-იანი შეღავათით. იმ შემთხვევაში, თუ პირი ვიდეოჯარიმას მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მას ფოსტის მეშვეობით ეგზავნება, ხოლო ვიდეოჯარიმის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, 30-დან 60 დღის ვადაში, პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება.

საგზაო უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე რეფორმების წარმატებით განხორციელება შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს. აღნიშნული რეფორმების მიზანია საქართველოს გზებზე მაქსიმალური უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფა.

ეროვნული ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის განვითარების მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების შედეგები ეტაპობრივად უკვე აისახა მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკურ მონაცემებში, კერძოდ, 2017 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულ პირთა რაოდენობა 36%-ით შემცირდა, დაშავებულ პირთა რაოდენობამ კი 5%-ით იკლო“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

პრემიერ-მინისტრი საქართველოს მიერ გერმანიისთვის დაბრუნებული მე-17 საუკუნის ფერწერული ტილოს დრეზდენის გალერეაში განთავსების ცერემონიას დაესწრო

18 თებერვალი, 2019 , 16:30

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გერმანული მხარის მიწვევით, დრეზდენის გალერეაში მე-17 საუკუნის იტალიელი ფერმწერის პიეტრო ფრანჩესკო ჩიტადინის ფერწერული ტილოს - „ნატურმორტი კურდღლით“ განთავსებას დაესწრო, რომელიც მ

“იძულებით გადაადგილებული პირები დღესაც იძულებით გადაადგილებაში არ უნდა იყვნენ“ - დევნილებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს

18 თებერვალი, 2019 , 16:30

ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს. იძულებით გადაადგილებული პირების განცხადებით, ისინი წლებია, გაუსაძლის პირობებში ცხო

ხვალ ფინური საერთაშორისო სკოლის პრეზენტაცია გაიმართება

18 თებერვალი, 2019 , 15:05

19 თებერვალს, 18 საათზე, სასტუმრო „Radisson Blu Iveria”-ში, გაიმართება ფინური საერთაშორისო სკოლის პრეზენტაცია, რომელიც გაიხსნება 2019 წლის სექტემბერში საგურამოში და იქნება ფინური სტანდარტების შესაბამისი პირვე

ურთიერთობის პროგრამა PLUS-ის უნიკალური PLUS გამოცდილება ის, რასაც ფულით ვერ იყიდი

18 თებერვალი, 2019 , 13:25

საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის, ურთიერთობის პროგრამა PLUS-მა უნიკალური პროექტი -  PLUS გამოცდილება დაიწყო. საქართველოს ბანკის ლოიალურ მომხმარებელს  უკვე აქვს შესაძლებლობა, გახდეს PLUS გამოცდილების

„TBC ბანკს” ზიანი არ უნდა მიადგეს, მამუკა ხაზარაძემ კი ყველა შეკითხვას პასუხი უნდა გასცეს - „ახალგაზრდა ადვოკატები“

18 თებერვალი, 2019 , 13:05

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შედეგად „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილისთვის ხელმოწერის უფლების შეჩერებასა და ბა

ექიმები მაქსიმუმს აკეთებენ, რომ სამედიცინო მიმართულებით ყველა კითხვას გაეცეს პასუხი - სერგეენკო დეკანოზ მამალაძის მდგომარეობაზე

18 თებერვალი, 2019 , 13:05

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ამ შემთხვევის მართვაში მისი ჰოსპიტალიზაციის პირველივე წუთებიდან ჩართული ვარ და ყველა პარამეტრისა და კვლევის შედეგებიც ვიცი, რაც ამ დღეების განმავლობაში ჩატარდა, – ამის