უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

31 მაისი, 2017 17:05
font-size

საჰაერო თავდაცვა 22 წლისაა

ალექსეევკას შერეულ საავიაციო ბაზაზე სამხედრო საჰაერო თავდაცვის 22 წლისთავი აღინიშნა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

სამხედრო საჰაერო თავდაცვის დღე პირად შემადგენლობას თავდაცვის მინისტრმა მიულოცა. როგორც მან აღნიშნა, თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმირების პროცესში საჰაერო თავდაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი ინიციატივაც შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას ემსახურება.

„ამ თვალსაზრისით სტრატეგიული ურთიერთობა გვაქვს საფრანგეთის მხარესთან. წლის ბოლოს უკვე ახალი ტექნიკა გვექნება. ჩვენი შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები კვალიფიკაციას იღებენ, რათა ახალ ტექნიკას სრულად დაეუფლონ. ბოლო რვა თვის განმავლობაში საფრანგეთის თავდაცვის მინისტრთან რიგით მესამე შეხვედრა გვექნება. ორ კვირაში საფრანგეთში სტუმრობასა და მომავალში ამ თანამშრომლობის კონკრეტული საკითხების განხილვას ვგეგმავთ,” - აღნიშნა ლევან იზორიამ.

პირად შემადგენლობას პროფესიული დღე გენერალური შტაბის უფროსმაც მიულოცა და საჰაერო თავდაცვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

საზეიმო ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით გაიხსნა. პირადმა შემადგენლობამ და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში და სამშვიდობო მისიებში გმირულად დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს პატივი მიაგეს.

ღონისძიება დაჯიდლოების ცერემონიალით გაგრძელდა. თავდაცვის მინისტრმა ცეცხლსასროლი იარაღი სამ სამხედრო მოსამსახურეს გადასცა. გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, მისმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა შალვა ჯაბახიძემ და ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ლევან გამყრელიძემ თავდაცვის სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის I და II ხარისხის მედლებით 10 სამხედრო მოსამსახურე დააჯილდოვეს.

სამხედრო საჰაერო თავდაცვის იუბილე სამხედრო ტექნიკის გამოფენით დასრულდა. მოწვეულ სტუმრებსა და სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებს საშუალება ჰქონდათ ადგილზე გამოფენილი შეიარაღება, საბრძოლო მასალები და საჰაერო თავდაცვის საშუალებები დაეთვალიერებინათ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსებიდან დღემდე საჰაერო თავდაცვაში ბევრი მნიშვნელოვანი სტრუქტურული სახეცვლილება განხორციელდა. 2008 წელს საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფებმა მონაწილეობა რუსეთ-საქართველოს ომში მიიღეს. რუსეთ-საქართველოს ომში საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფების მიერ მიღწეული წარმატებების მიუხედავად, საჰაერო თავდაცვამ დანაკარგი განიცადა - 2008 წლის 9 აგვისტოს კოპიტნარის აეროპორტის დაბომბვის დროს საჰაერო თავდაცვის სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი ბადრი ბასილაძე გარდაიცვალა.

2017 წლის მარტში საჰაერო თავდაცვამ განვითარების II ეტაპი დაიწყო, განხორციელდა ნატოსთან თავსებადი სტრუქტურული რეორგანიზაცია. ახლო მომავალში იგეგმება ახალი თანამედროვე სისტემების შემოტანა, ახალი ნატოს სტანდარტების მართვის პუნქტების მოწყობა და პირადი შემადგენლობის გადამზადება.

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი