უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

18 იანვარი, 2017 13:15
font-size

„საია“ ენერგეტიკის სამინისტროსგან „გაზპრომთან“ დადებული შეთანხმების შესახებ ინფორმაციას ითხოვს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ენერგეტიკის სამინისტროსგან „გაზპრომთან“ მიღწეული შეთანხმების შესახებ ინფორმაციას ითხოვს.

არასამათავრობო ორგანიზაციამ სამინისტროს შესაბამისი წერილობითი მოთხოვნით უკვე მიმართა.

საია უწყებას 2016 წლის 31 დეკემბერს ვადაგასული ხელშეკრულების ასლისა და ახალი შეთახნმების დოკუმენტის წერილობით წარდგენას სთოხვს.

ამასთან, როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის კოორდინატორმა სულხან სალაძემ განაცხადა, თუ აღნიშნულ ხელშეკრულება საიდუმლო ინფორმაციას წარმოადგენს, მაშინ სამინისტრომ წარადგინოს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ საიდუმლო ინფორმაციის სტატუსის მინიჭება, კანონმდებლობის შესაბამისად მოხდა.

„თუკი ენერგეტიკის სამინისტროს მიაჩნია, რომ ეს ინფორმაცია, რასაც ჩვენ ვითხოვთ წარმოადგენს რომელიმე სახის საიდუმლო ინფორმაციას, ასევე ჩვენი მოთხოვნაა, რომ გასცეს ყველა ის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ ამ ინფორმაციის საიდუმლოდ მიჩნევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოხდა. ეს არის მოთხოვნა, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს ენერგეტიკის სამინისტრომ. ამ განცხადების წარდგენიდან, ანუ დღეიდან, მაქსიმუმი ვადა, ეს არის 10 სამუშაო დღე, როდესაც შეიძლება ამ ინფორმაციზე პასუხი გასცეს ენერგეტიკის სამინისტრომ. ჩვენ დაველოდებით ამ ვადას და პასუხს ენერგეტიკის სამინისტროდან. ამის შემდგომ მივიღებთ გადაწყვეტილებს, რა სამართლებრივი მექანიზმები შეიძლება გამოვიყენოთ შედგომ, რომ მივიღოთ ჩვენთვის სასურველი ინფორმაცია“,-აღნიშნა სალაძემ.

მონიკა დავლიანიძე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი