უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

20 მარტი, 2017 12:15
font-size

საია გარემოვაჭრეებს სამართლებრივ დახმარებას სთავაზობს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ გამოეხაურა მერიის კამპანიას გარევაჭრობის წინააღმდეგ და გუშინ მარჯანიშვილის მეტროსთან დახლების აყრას. ორგანიზაციის განცხადებით, ის მზადაა, სამართლებრივი კუთხით დაეხმაროს გარემოვაჭრეებს.

საიაში ხაზს უსვამენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ გარევაჭრობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს, არ არსებობს გარევაჭრობისთვის ნებართვის მიცემის მარეგულირებელი ორგანო, რაც ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა.

„მედიანიუსი“ განცხადების სრულ ვერსიას გთავაზობთ:

„გუშინ თბილისის მერიამ „უნებართვო გარევაჭრობის“ წინააღმდეგ ღონისძიებების განხორციელება დაიწყო. მნიშვნელოვანია თბილისის მერიის წარმომადგენელთა მიერ გარევაჭრობის აღკვეთის დროს დაცულ იქნას მოვაჭრეთა უფლებები და გათვალისწინებულ იქნას მათი უმძიმესი სოციალური მდგომარეობა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მზადაა, გარემოვაჭრეებს აღმოუჩინოს სამართლებრივი დახმარება.

შესაბამისი ნებართვის გარეშე, გარევაჭრობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს, თუმცა იმავე კოდექსში წერია, რომ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას იწვევს, არა ყოველგვარი გარევაჭრობა, არამედ აღნიშნული ქმედება „შესაბამისი ნებართვის გარეშე”. თბილისის საკრებულოს დადგენილება კი არ განსაზღვრავს ნებართვის გაცემის წესს, პირობებს და განმახორციელებელ სუბიექტებს. საქართველოში დღეს მოქმედი რეგულაციები აღნიშნულ საკითხს საერთოდ არ არეგულირებს.

გარევაჭრობის ნებართვის მარეგულირებელი ნორმების არარსებობა შესაძლებლობას იძლევა, მოხდეს მისი შერჩევითი აღკვეთა. მოვაჭრეთა საქმიანობა კი მხოლოდ გარკვეული თანამდებობის პირთა კეთილ ნებაზეა დამოკიდებული“, - წერია საიას განცხადებაში.

ანა მებურიშვილი

საკვანძო სიტყვები:

კენჭისყრის პროცესი დასრულდა

31 ოქტომბერი, 2020 , 22:35

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას კენჭისყრის  პროცესის დასრულების შესახებ ინფორმაცია გააცნო. 20:00 საათზე დაიხურა საარჩევნო უბნები, ხოლო გარკვეულ უბნებზე რიგში მყოფ ამომრჩევლებ

„ქართულმა ოცნება“ 55.0%, „ნაციონალურმა მოძრაობა“ - 23.0%, „ევროპული საქართველო“ - 3.0% - „იმედის“ეგზიტპოლი

31 ოქტომბერი, 2020 , 20:50

საზოგადოებრივი კვლევების ორგანიზაცია Public Opinion Strategies ეგზიტპოლის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარდა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების 18:00 საათის მონაცემებით, P

„ქართულმა ოცნებამ“ – 46%, „ნაციონალურმა მოძრაობა“ - 28% და „ევროპული საქართველო“ 5%- „ფორმულას“ ეგზიტპოლი

31 ოქტომბერი, 2020 , 20:39

ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით, Edison Research-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლით, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტებს ასეთი საარჩევნო შედეგი აქვთ: „ქართული ოცნება“ – 46%; „ერთ

„ქართული ოცნება“ 41%, ენმ 33% - „მთავარის“ ეგზიტპოლი

31 ოქტომბერი, 2020 , 20:16

„მთავარი არხის“ ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, ხმები ასე გადანაწილდა: ქართული ოცნება - 41% ნაციონალური მოძრაობა 33%  ევროპული საქართველო 5% ლელო 4% გირჩი 3% სტრატეგია აღმაშენებლი 3% პატრიოტთა ალიანში 2%

კენჭისყრის პროცედურები ცალკეულ უბნებზე კვლავ მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობს - საია

31 ოქტომბერი, 2020 , 19:25

18:00 საათისთვის საია-ს დამკვირვებლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კენჭისყრის პროცედურები ცალკეულ უბნებზე კვლავ მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობს,- ამის შესახებ “მედიანიუსს“ „ახალგაზრდ

საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს

31 ოქტომბერი, 2020 , 18:46

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) მორიგი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. ცესკოს პრეს-სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს. „უკვე 10 საათია კენჭისყრა მ