უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

18 აპრილი, 2018 12:10
font-size

საია ლაშა კაციასათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას მოითხოვს

დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) ლაშა კაციას სახელით საჩივრით მიმართა თბილისის პროკურატურას, რომლითაც ითხოვს მისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას.

როგორც საია-ში განმარტავენ, საჩივრით მიმართვა საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც საქმის ზედამხედველმა პროკურორმა ლაშა კაციას უარი უთხრა დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე.

მათივე თქმით, დაზარალებულის სტატუსის გარეშე ლაშა კაცია მოკლებულია შესაძლებლობას გაეცნოს საქმის მასალებს და იყოს საქმის კურსში მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.

,,ის ასევე ვერ სარგებლობს საპროცესო კანონმდებლობით დაზარალებულისთვის მინიჭებული სხვა უფლებებით და საქმეში მონაწილეობს მხოლოდ მოწმის სტატუსით.

როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, ლაშა კაცია 2018 წლის 09 მარტს ქ. თბილისში ღამის საათებში პოლიციის სამმა თანამშრომელმა საკუთარი სახლის სადარბაზოსთან დააკავა, პოლიციის მანქანაში იძულებით მოათავსა და აღნიშნულ მანქანაში მიაყენა როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნულის შედეგად ლაშამ განიცადა როგორც ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ისე მორალური ტანჯვა.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება 2018 წლის 09 მარტს დაიწყო. ამ დროის განმავლობაში ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის რამდენჯერმეა გამოკითხული ლაშა კაცია, ასევე ჩატარებულია ამოცნობა, რომლის ფარგლებშიც ლაშამ მოძალადე პოლიციელები ამოიცნო. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, დღემდე არ მომხდარა პოლიციელების სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემა, ასევე, ლაშა კაცია დღემდე არ არის ცნობილი დაზარალებულად.

საია მოუწოდებს თბილისის პროკურატურას, დააკმაყოფილოს წარდგენილი საჩივარი და ლაშა კაცია ცნოს დაზარალებულად“, - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.

საკვანძო სიტყვები:

„ქურდული სამყაროს“ წევრები დააკავეს, რომლებიც „ოკრიბას“ ტერიტორიაზე მძღოლებს ყოველთვიურად თანხას სძალავდნენ

14 ივლისი, 2020 , 14:30

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სამი პირი: 1971 წელს დაბადებული მ.რ., 1968 წელს დაბადებული ლ.ა და 1973 წელს დ

საგამოძიებო სამსახურმა სიგარეტის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის 54 ფაქტი გამოავლინა

14 ივლისი, 2020 , 10:56

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის 54 ფაქტი გამოავლინეს. აღნიშნულის შესახებ &ldq

ჯანდაცვის სამინისტრომ რეკომენდაციების დარღვევის გამო, 31 კვების ობიექტი და 3 სასტუმრო დაჯარიმდა

13 ივლისი, 2020 , 12:44

ჯანდაცვის სამინისტრომ ჩOVID 19-თან დაკავშირებული რეკომენდაციების დარღვევის გამო, 31 კვების ობიექტი და 3 სასტუმრო დააჯარიმა. ჯარიმის ოდენობა თითოეული ობიექტისთვის 10 000 ლარია. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებე

პოლიციამ ხაშურში ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავა

13 ივლისი, 2020 , 11:11

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 1993 წელს დაბადე

“მე პოლიტიკური პატიმარი ვარ“ - თელავის საკრებულოს წევრს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

11 ივლისი, 2020 , 15:38

თელავის რაიონულმა სასამართლომ ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებულ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატს, მიხეილ გრემელაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე თამარ კაპანაძემ ა

ნიკა გვარამია დღეს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება

11 ივლისი, 2020 , 15:10

მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სასამართლოში დაიბარეს, სადაც მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება. მიზეზი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე "მთავარის" მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიების სერიაა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე