უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

12 იანვარი, 2018 12:25
font-size

საია-მ გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრების სახელით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საოკუპაციო ხაზთან მოკლული, გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრების სახელით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა.

აღნიშნულის შესახებ საუბარია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„2018 წლის 11 იანვარს საქათველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარტნიორ ორგანიზაციასთან - ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC) - თანამშრომლობით გიგა ოთხოზორიას საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, საჩივრით მიმართა.

30 წლის გიგა ოთხოზორია, 2016 წლის 19 მაისს, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან მოკლეს. მას შელაპარაკება მოუვიდა სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მდგომ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების შეიარაღებული ფორმირების წარმომადგენლებთან, ე.წ. „მესაზღვრეებთან“. კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით, გიგა ოთხოზორიამ დატოვა გამშვები პუნქტის ტერიტორია და საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიისკენ გამოემართა. მას დაედევნენ ე.წ. აფხაზი მესაზღვრეები, მათ შორის, შეიარაღებული მესაზღვრე- რაშიდ კანჯი-ოღლი, რომელმაც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, რამდენჯერმე ესროლა გიგა ოთხოზორიას ქვედა კიდურებისა და მუცლის არეში. აღნიშნულის შემდეგ, რაშიდ კანჯი-ოღლიმ წაქცეულ გიგა ოთხოზორიას, თავის არეში, საკონტროლო გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. არსებობს აღნიშნული შემთხვევის ამსახველი ვიდეო კადრებიც. გიგა ოთხოზორია მიყენებული ჭრილობების შედეგად, ზუგდიდის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ინციდენტის შემდეგ, რაშიდ კანჯი-ოღლი თანმხლებ პირებთან ერთად, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მიიმალა.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ.-მა სამხედრო პროკურატურამ ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე გამოძიება დაიწყო. ბრალდებულ რაშიდ კანჯი-ოღლის აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით შინაპატიმრობა შეუფარდა. 2017 წლის 31 მაისს, საქართველოს ხელისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო სამხედრო პროკურატურამ, მტკიცებულებების არარსებობის მოტივით, გიგა ოთხოზორიას საქმის გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა.

2017 წლის 7 მარტის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რაშიდ კანჯი-ოღლი დამნაშავედ იქნა ცნობილი გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობის და იარაღის უკანონო შეძენისა და ტარებისთვის და მას სასჯელის სახით 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. დღეის მდგომარეობით რაშიდ კანჯი-ოღლი ინტერპოლის წითელი ცირკულარის მეშვეობით იძებნება. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება რაშიდ კანჯი-ოღლის საქართველოს ხელისუფლებისთვის გადაცემაზე უარს აცხადებს.

საია ევროპულ სასამართლოში წარდგენილ საჩივარში მომჩივანთა მიმართ რუსეთის ფედერაციის მხრიდან ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლების დარღვევას ასაბუთებს.

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ევროპული კონვენციით გათვალისწინებული ადამიანის უფლებების დარღვევისთვის, ასევე აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების ქმედებებზე, პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება, როგორც აღნიშნულ ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს”- აღნიშნულია საია-ს განცხადებაში.

საკვანძო სიტყვები:

პროკურატურის მუშაობის ხარისხის ამაღლების თემაზე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით გაცნობითი შეხვედრები ჩატარდა

22 სექტემბერი, 2018 , 15:55

საქართველოს პროკურატურისა და ევროკავშირის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში, პროკურატურის მუშაობის ხარისხის ამაღლების თემაზე პროკურორებისთვის და სისტემის გამომძიებლებისთვის გაცნობითი ხასიათის შეხვედრები ჩატარდა. შეხვედრ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფოთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

22 სექტემბერი, 2018 , 13:40

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული ფ.შ. განსაკუთრებით დიდი

სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტებზე 19 მეწარმე სუბიექტი პასუხისგებაში მისცა

22 სექტემბერი, 2018 , 12:55

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს აქტიურ მუშაობას საქართველოს მასშტაბით მიმდინარე სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების გამო

გორში ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

22 სექტემბერი, 2018 , 11:15

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბიძა-დისშვილი: 1977 წელს დაბადებული რ.ქ. და 1984 წელს დაბადებული გ.თ., ძ

სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისა და ყალბი დოკუმენტის გამოყენების ბრალდებით 2 პირი დააკავეს

22 სექტემბერი, 2018 , 11:15

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მც

პროკურატურაში აცხადებენ, რომ გამოძიება „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით დღეს გავრცელებული ჩანაწერითაც დაინტერესდება

21 სექტემბერი, 2018 , 17:50

მთავრი პროკურატურაში აცხადებენ, რომ გამოძიება „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით დღეს გავრცელებული ფარული ჩანაწერითაც დაინტერესდება. “უკვე აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გამოძიება მიმდინარეობს, რო

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`