უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

16 მარტი, 2017 16:40
font-size

საია პარლამენტისგან სტამბოლის კონვენციის სრულ რატიფიცირებას მოითხოვს

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ პარლამენტს მიმართავს, რომ ქალთა უფლებების დაცვის შიდასაკანონმდებლო დონეზე გასაუმჯობესებლად, პარლამენტის მიერ სრულად უნდა მოხდეს სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება.

საიამ 4 პრიორიტეტული საკითხი გამოჰყო, რომლებიც არასამთავრობოს განცხადების მიხედვით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა არ გაითვალისწინა.

„მედიანიუსი“ საიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს პარლამენტი სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებას აპირებს. საია მიესალმება სახელმწიფოს მზაობას, დახვეწოს შიდაკანონმდებლობა და ამ გზით გააუმჯობესოს ქალთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში. შემუშავებული ცვლილებები ნამდვილად წარმოადგენს წინ გადადგმულ ნაბიჯს, თუმცა სრულად არ მოიცავს კონვენციით გათვალისწინებულ მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებს.

საია განსაკუთრებული გულისხმიერებით ეკიდება ნებისმიერ წამოწყებას ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით. სწორედ ამიტომ, რატიფიცირების პროცესის წარმატებისთვის საია-მ საკუთარი მოსაზრებები საქართველოს პარლამენტს წარუდგინა.

საია-ს მოსაზრებები ეფუძნება სტამბულის კონვენციით აღიარებულ პრინციპებს და ასახავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა:

- მსხვერპლის თანხმობის არარსებობის გამოკვეთა გაუპატიურების კვალიფიცირებისას;
- შემაკავებელი ორდერის გამოცემა ადევნების შემთხვევებში;
- სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ეფექტიანი და თანაზომიერი სანქციის გათვალისწინება;
- ქალთა მიმართ ძალადობის, სტრუქტურული დისკმინაციის ფორმად აღიარება;

ზემოთ თქმული მოსაზრებები საია-მ უკვე გააჟღერა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2017 წლის 21 თებერვლის სხდომაზე. მიუხედავად, ჩვენი არგუმენტირებული პოზიციისა, აღნიშნული არ იქნა გაზიარებული.

საია მიიჩნევს, რომ დასახელებული შენიშვნების გაუთვალისწინებლობა ვერ უზრუნველყოფს სტამბულის კონვენციის სრულყოფილ რატიფიცირებას და დააკნინებს ხელისუფლების პოზიტიურ ინიციატივას ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით.

იმედს ვიტოვებთ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, სათანადო გულისხმიერებით მოეკიდება ამ მნიშვნელოვან საკითხს“, - წერია განცხადებაში.

ანა მებურიშვილი

შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის სიურპრიზი კარანტინში განთავსებულ სტუმრებს

8 აპრილი, 2020 , 19:22

COVID-19 -ის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით რამდენიმე სასტუმრო საზღვარგარეთიდან ჩამოსულ ქართველ მოქალაქეებს კარანტინისთვის 14 დღის განმავლობაში მასპინძლობს. ერთ-ერთი ასეთი სასტუმრო შერატონ გრანდ თბილ

ანიმაცია დაზოგვის თემაზე - ეროვნული ბანკი პარტნიორებთან ერთად ყველაზე პატარებს საგანმანათლებლო ვიდეოს წარუდგენს

8 აპრილი, 2020 , 18:42

ყველაზე პატარებისთვის ფინანსური განათლების, უფრო კონკრეტულად კი, დაზოგვის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ეროვნული ბანკის, ფონდი კრი

საქართველოს ეროვნული ბანკი COVID-19-თან დაკავშირებით საგანგებო ღონისძიებებს განაგრძობს

8 აპრილი, 2020 , 17:47

საქართველოს ეროვნული ბანკი, COVID-19-ის ქვეყნის საფინანსო სექტორზე ზეგავლენის შერბილების გეგმის ფარგლებში, ეკონომიკის საფინანსო სერვისებით შეუფერხებლად უზრუნველყოფისათვის საჭირო საგანგებო ღონისძიებების გატარებას განაგრძო

საქართველოს თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაში რჩებიან

8 აპრილი, 2020 , 17:25

საქართველოს თავდაცვის ძალებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ყაზარმული მდგომარეობა გრძელდება, – ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ყველა სამხედრო ნაწილში უსაფრთხოებ

მთავრობას კარანტინის პროგრამისთვის 6 568 სასტუმრო ოთახი აქვს მობილიზებული - ნათია თურნავა

8 აპრილი, 2020 , 17:05

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას ინფორმაციით, 10:00 საათის მონაცემებით, კარანტინში 4682 ადამიანი იმყოფება და ისინი მთელი საქართველოს მასშტაბით 86 სასტუმროში არიან განთავსებულები. როგორც მან უწყებათაშორისი საბჭოს სხდომ

გადაიყვანენ თუ არა გლდანში, დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეებს კარანტინში

8 აპრილი, 2020 , 16:05

გლდანში, დევნილთა დასახლებაში მცხოვრები მოქალაქეები თვითიზოლაციაში დარჩებიან თუ მათ კარანტინში გადაიყვანენ, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი,- ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. რ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`