უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

13 მარტი, 2018 13:25
font-size

საია სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიმართავს შეწყვიტოს შპს „ინტერნეიშენალ ივენთს”-თან დადებული ხელშეკრულება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, გასულ 2016-2017 წლებში გამოაქვეყნა კვლევები, რომლებიც ეხებოდა, სახელმწიფოსა და შპს ინტერნეიშენალ ივენთს შორის 2007 წელს გაფორმებული ხელშეკრულების შესრულების დეტალებს. კვლევებით დასტურდებოდა, რომ შპს ინტერნეიშენალ ივენთს, თბილისის საკონცერტო დარბაზი (ფილარმონია) 49 წლიანი იჯარით აქვს გადაცემული. ასევე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ - მიხეილ გიორგაძეს და მინისტრის მოადგილე კახი კანდელაკის შესაძლოა დღემდე აქტიური კავშირი ჰქონდეთ აღნიშნულ კომპანიასთან.

2018 წლის თებერვალში საიამ მიიღო განახლებული ინფორმაცია კომპანიის არსებული დავალიანების შესახებ. ოფიციალური ინფორმაციით, 2018 წლის თებერვლის მდგომარეობით, ხელშეკრულების ფარგლებში არსებული დავალიანება, გადაუხდელი მართვის საზღაურისათვის შეადგენს - 950,140 ლარს, ხოლო, დაკისრებული პირგასამტეხლო 1,512,330 ლარს და 10,102 აშშ დოლარს შეადგენს.

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით კომპანიას მიეცა ვადა 2018 წლის 3 მარტამდე დავალიანების გადასახდელად, თუმცა, მათივე ინფორმაციით შპს ინტერნეიშენალ ივენთსმა აღნიშნული ვადაც დაარღვია და დღემდე არაფერი გადაუხდია.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საია მიმართავს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ იხელმძღვანელოს ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებამოსილებით და ცალმხრივად შეწყვიტოს შპს ინტერნეიშენალ ივენთსთან დადებული ხელშეკრულება.

vali.ge-ს ერთიან ბაზას სს „კრედო ბანკის“, შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდოს“ და შპს „ემ კოლექტორის“ მონაცემები დაემატა

15 დეკემბერი, 2018 , 16:40

პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - vali.ge მონაცემები განახლდა - ერთიან ბაზას დღეს კიდევ 3 საფინანსო ორგანიზაციის მონაცემები დაემატა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ესენია: სს „კრედ

საქართველოში 10 თვეში 1518 თვითმკვლელობა მოხდა

15 დეკემბერი, 2018 , 16:40

“ქვეყანაში სუიციდის მაჩვენებელი 170 პროცენტით გაიზარდა - ათ თვეში 1518 თვითმკვლელობა მოხდა. ამაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს. ოფიციალური ინფორმაციით, წინა წლის ათ თვეში თვითმკვლე

რუსთაველის გამზირი თბილისის კლასიკური გიმნაზიიდან თავისუფლების მოედნამდე, ამაღამ 00:00 გადაიკეტება

15 დეკემბერი, 2018 , 16:00

დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, რუსთაველის გამზირი, თბილისის კლასიკური გიმნაზიიდან - თავისუფლების მოედნამდე, ამაღამ 00:00 საათიდან 16 დეკემბრის 07:00 საათამდე გად

თქვენ, მასწავლებლები, ყველაზე მნიშვნელოვანი და დასაფასებელი ადამიანები ხართ მთელ საგანმანათლებლო სისტემაში - მიხეილ ბატიაშვილი

15 დეკემბერი, 2018 , 13:15

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი მასწავლებელთა მეექვსე ეროვნულ კონფერენციაზე სიტყვით წარსდგა. მინისტრმა მათი დიდი დამსახურებისთვის პედაგოგებს მადლობა გადაუხადა, წარმატე

ტაშკენტის ქუჩაზე ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ, გამწვანების ზოლი მოეწყო

15 დეკემბერი, 2018 , 13:15

ტაშკენტის ქ. N25-სა და N27-ის ეზოში, ავტოფარეხების დემონტაჟის შემდეგ, გამწვანების ზოლი მოეწყო. თბილისის მერიის ინფორმაციით, მოსახლეობასთან ერთად, გამწვანების აქციაში მონაწილეობა საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძე

ბინათმესაკუთრეები, რომლებიც ბინებს დღიურად აქირავებენ, წყლის საფასურს საყოფაცხოვრებო ტარიფით გადაიხდიან

15 დეკემბერი, 2018 , 12:35

ჯივიპის გადაწყვეტილებით სემეკის მიერ ახალი რეგულაციების შემუშავებამდე, ბინათმესაკუთრეები, რომლებიც ბინებს დღიურად აქირავებენ, წყლის საფასურს საყოფაცხოვრებო ტარიფით გადაიხდიან. აღნიშნულთან დაკავშირებით ჯორჯიან უოთერ ენდ ფ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`