უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

25 სექტემბერი, 2018 10:40
font-size

საია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს მთავრობას „ომეგა ჯგუფის“ საკითხზე ინფორმაციის გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ტელეკომპანია „იბერიასა“ და ომეგა ჯგუფთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„2017 წლის 25 აპრილს შპს ,,ოჯთ“-მ განცხადებით მიმართა საქართველოს ფინანსთა მინისტრს კომპანიის სახელზე რიცხული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის შესახებ. განცხადება საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის თაობაზე თანდართულ დოკუმენტებთან ერთად გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სახაზინო სამსახურს.

2018 წლის 30 მაისის #18/69791 წერილით შპს ,,ოჯთ“-ს სახაზინო სამსახურიდან ეცნობა, რომ მის მიერ ნამდვილად არის 2017 წლის 25 აპრილს წარდგენილი განცხადება შესაბამის დოკუმენტებთან ერთად, თუმცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალილანებებისა და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის მიერ საკითხი არ განხილულა, ვინაიდან ამ პერიოდში სხდომა არ ჩატარებულა.

აღნიშნული პასუხიდან ჩანს, რომ შპს ,,ოჯთ“-ს წარდგენილი ჰქონდა ყველა დოკუმენტი. შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უნდა განმარტოს რატომ არ ჩაინიშნა კომისიის სხდომა - შესაბამისმა დეპარტამენტმა არ მიაწოდა ინფორმაცია კომისიის თავმჯდომარეს თუ თავად ფინანსთა მინისტრმა არ ჩათვალა საჭიროდ სხდომის დანიშვნა. მნიშვნელოვანია ნებისმიერ შემთხვევაში მიეთითოს შესაბამისი განმარტებაც.

ამასთან, საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის საკითხზე საერთო სურათის შესაქმნელად, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე და იმ ფაქტის გათვალისწინებით რომ საკითხი ეხება მედია ორგანიზაციას, მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ პროაქტიულად გამოქვეყნდეს შემდეგი ინფორმაცია:

2017-2018 წლებში რამდენმა პირმა მიმართა და მათგან რამდენი კომპანიის მიმართ მოხდა აღიარებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაცია საქართველოს მთავრობის განკარგულებით.

2017-2018 წლებში რამდენჯერ შეიკრიბა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებებისა და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისია (შესაბამისი თარიღების მითითებით) და რამდენი გადაწყვეტილება იქნა მიღებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხზე.“ - ნათქვამია საიას განცხადებაში.

მტკიცებულებები გამოძიებამ უნდა დადოს და არა სუს-მა, შსს-მ ან პროკურატურამ - ვახტანგ გომელაური თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე

18 დეკემბერი, 2018 , 17:40

გამოძიებამ უნდა დადოს მტკიცებულებები, მასალები და არა სუს-მა, შსს-მ ან პროკურატურამ, - ასე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა, თუ რა სტადიაზეა თემირლან მაჩალიკაშ

ოპოზიცია არჩევნებზე ხმებს უცნაურად ითვლის, 780 ათასი მათი გათვლებით მილიონზე მეტია - ბექა დავითულიანი

18 დეკემბერი, 2018 , 17:40

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა ოპოზიციას დესტრუქციულ ნაბიჯებზე უარის თქმის და დიალოგის რეჟიმზე გადასვლისკენ მოუწოდა. მისი განცხა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო - დაკავებულია 1 პირი

18 დეკემბერი, 2018 , 17:15

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში მომხდარ ინციდენტზე, კერძოდ, სამართალწარმოების მონაწილის მიმართ უპატივცემულობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. დაკავებულია 1995 წელს დაბადებული ლ.ბ. სა

სარფში არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

18 დეკემბერი, 2018 , 16:50

13 დეკემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის გ.ზ.-ს ფიზიკური დათვალიერებისას, 660 ღერი, არადეკლარირებული სიგა

თბილისის აეროპორტში 61 674.73 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

18 დეკემბერი, 2018 , 16:50

16 დეკემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, აზერბაიჯანის მოქალაქის ე.შ.-ს კუთვნილი ხელბარგის დათვალიერებისას, 61 674.73 ლარის ღირე

ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

18 დეკემბერი, 2018 , 16:50

13-16 დეკემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ქუთაისის აეროპორტი“ და ,,ბათუმის აეროპორტი“, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის 3 ფაქტი აღიკვეთა

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`