უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

17 სექტემბერი, 2018 15:20
font-size

საია ტელეკომპანია „იბერიას“ საქმეზე სახელმწიფო დაწესებულებებს მიმართავს დამატებითი ინფორმაციისთვის - სულხან სალაძე

„ისეთი განცდა მაქვს, ამ ქვეყანაში არავის არ ეპარება ეჭვი, რომ ხელისუფლებას სურდა ტელეკომპანია „იბერია" და კონტრიბუცია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ტელეკომპანია „იბერიის" საინფორმაციოს ხელმძღვანელმა ვახო ხუზმიაშვილმა განუცხადა, სადაც არხის ხელმძღვანელობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა.

ტელეკომპანიის ხელმძღვანელებმა არასამთავრობო სექტორს არხზე წარმოქმნილი პრობლემების შესახებ ინფორმაცია დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე მიაწოდეს.

ხუზმიაშვილის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მათ დახმარება აღუთქვეს და აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია, არ მოხდეს „იბერიის" მაუწყებლობის შეწყვეტა.

შეხვედრასთან დაკავშირებით „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა სულხან სალაძემ განაცხადა, რომ ამ შეხვედრაზე მნიშვნელოვანი დეტალები გაჟღერდა, თუმცა ისინი არ დაუკონკრეტებია.

„შევთავაზე, რომ საია გარკვეული ტიპის ინფორმაციის გადამოწმებას შეეცდება. ჩვენ სახელმწიფო დაწესებულებებს მივმართავთ დამატებითი ინფორმაციისთვის. გარკვეული მიზეზების გამო ახლა ამ ინფორმაციაზე არ ვისაუბრებ. ამ ინფორმაციის მიღება გარკვეულ სურათს დაგვანახებს, თუ რასთან გვაქვს საქმე. თავის მხრივ, არხის წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმაზე, თუ რა მდგომარეობაა ტელევიზიაში. თუ რამდენად რთულია მათთვის ამ პირობებში მუშაობა", - განაცხადა სალაძემ და აღნიშნა, რომ, როცა საუბარია მედიაზე, ხელისუფლებამ, ბიზნესმა, ყველამ უნდა გადადგას შემხვედრი ნაბიჯები და ეს ნაბიჯები უნდა იდგმებოდეს ისე, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მედიის დაზიანება არ მოჰყვეს.

7 სექტემბერს არხის ჟურნალისტებმა საგანგებო განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ „იბერიას“ გადაუკეტა დაფინანსების მთავარი წყარო. კერძოდ, კომპანია ,,ომეგა ჯგუფი“, რომლის შემადგენლობაშიც შედის ტელეკომპანია ,,იბერია“, პარალიზებულია. ტელეკომპანიის განცხადებით, ხელისუფლებამ წარმოება მიზანმიმართულად გააჩერა.

ეს იყო ქვეყნის დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი - ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი

25 თებერვალი, 2020 , 19:06

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ატილა მესტერჰაზი საქართველოში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. ამის შესახებ გამოქვეყნებულია ოფიციალური განცხადება ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ გვერდზ

დავით ზალკალიანი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

25 თებერვალი, 2020 , 17:44

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოქმედმა თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ წარ

შექმნილი სიტუაციის გამო, ხელისუფლება ცაიტნოტშია და დგას დიდი დილემის წინაშე - გელა კვაჭანტირაძე

25 თებერვალი, 2020 , 16:25

დამოუკიდებელ ექსპერტთა ასოციაციის თავმჯდომარემ - გელა კვაჭანტირაძემ ბოლო პერიოდის პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. „ როგორც ცნობილია, უკვე იწურება ის გონივრული ვადა, რომლის შემდეგ ხელისუფლებას

დავით ზალკალიანი შვედ კოლეგას შეხვდა

25 თებერვალი, 2020 , 15:05

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი სეგმენტის სესიის ფარგლებში შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ან ლინდეს შეხვდა. ამის შესახებ „მედიანიუსს“ საგარეო

რა არის მოსალაპარაკებელი? ყველაფერი ცნობილია! - გიგა ბოკერია

25 თებერვალი, 2020 , 11:35

„რა არის მოსალაპარაკებელი? ყველაფერი ცნობილია! თუ რამე გადაწყვეტილება აქვთ ამის შეტყობინების საჯაროდ ან არასაჯაროდ უამრავი გზა არის,“ - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა

დადგა დრო ნატო-მ უპასუხოს ჩვენს მოთხოვნას ალიანსში გაწევრიანებაზე - გიორგი გახარია

25 თებერვალი, 2020 , 11:15

რუსეთი დღესაც ეწინააღმდეგება საქართველოს სრულფასოვან წევრობას ნატოში; სწორედ ახლა დადგა დრო, ნატომ უპასუხოს ჩვენს მოთხოვნას ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`