უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

20 ივლისი, 2017 13:30
font-size

საიამ პროექტ „Check in Georgia 2016“-ის უცნობი დეტალების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კვლევის - „Check in Georgia 2016 - პროექტის უცნობი დეტალები“ პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციაზე წარმოდგენილ დოკუმენტში დეტალურად არის განხილული 2016 წელს, „Check in Georgia”-ს მიმდინარეობის დროს, სამ მსხვილ ღონისძიებაზე (ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი და Maroon 5) საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყიდული ბილეთების რაოდენობა და ძირითად ტენდენციები.

საიას მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანხმად, 2016 წელს, „Check in Georgia”-ს, სამ მსხვილ ღონისძიებაზე ინტერნეტის საშუალებით სულ 56,596 ბილეთი გაიყიდა. აღნიშნული რაოდენობიდან - 2958 ბილეთის შესყიდვა საქართველოს ფარგლებს გარეთ, მსოფლიო 49 ქვეყნიდან მოხდა, რაც ინტერნეტით გაყიდული ბილეთების 5,23% შეადგენს. შესაბამისად, პროექტის ავტორების მოსაზრება, რომ „Check in Georgia” უცხოელი ტურისტების ზრდას შეუწყობდა ხელს არ გამართლდა.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2016 წელს, საქართველოს სულ 6,360,503 ვიზიტორი ეწვია. შესაბამისად, „Check in Georgia”-ს საშუალებით საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყიდულ ბილეთებზე, ქვეყანში შემოსული ვიზიტორების მხოლოდ 0,05% მოდის.

,,მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ პროექტის „Check in Georgia”-ს ფარგლებში, სამი მსხვილი ღონისძიების, საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყიდული ბილეთების პირველი ათეულში 6 ისეთი ქვეყანა მოხდა, რომლებიც 2016 წელს საქართველოში ჩამოსული საერთაშორისო ვიზიტორების ათეულში შედის. ამდენად, ქვეყნის საზღვრების გარეთ გაყიდული ბილეთების დიდი ნაწილი ისეთ ქვეყნებზე მოდის საიდანაც ისედაც მაღალი იყო ტურისტების ნაკადი და პროქტს პირდაპირი გავლენა არ მოუხდენია ტურისტების ახალი ნაკადის მოზიდვაზე.

2016 წელს პროექტ „Check in Georgia”-თან დაკავშირებით საყურადღებოა ასევე შემდეგი გარემოებები:

• პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 2016 წელს ჯამში 40 მილიონ ლარს აჭარბებდა (საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდი, ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის და ბიზნეს სექტორის მიერ გაღებული თანხები);
• პროექტის ფარგლებში გაწეული ხარჯების დიდი ნაწილი გამარტივებულ სახელმწიფო შესყიდვებზე მოდის, რამაც არსებითად შეამცირა კონკურენცია პოტენციურ მიმწოდებლეს შორის და გაზარდა ფინანსების არარაციონალურად ხარჯვის რისკი;
• დღემდე არ არსებობს დოკუმენტი (პროექტი) სადაც დეტალურად და ამომწურავად იქნებოდა გაწერილი თუ რა იყო პროექტის მიზანი, როგორ შეფასდებოდა პროექტი, როგორ გაიზომებოდა პროექტის წარმატება/წარუმატებლობა და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები.

- სსიპ „შემოქმედებითი საქართველო“, რომელიც 2016 წელს კულტურის განვითარების ფონდის სახელით „Check in Georgia”-ს მართავდა, არ ფლობს ზუსტ და ამომწურავ ინფორმაციას პროექტის ფარგლებში რეალიზებული ბილეთების შესახებ. ოფიციალური ინფორმაციის თანანხმად, TKT.GE-ს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია 15%-დან 20%-დე ცდომილების შესაძლებლობას ითვალისწინებს.

იმის გათვალისწინებით, რომ პროექტი „Check in Georgia” 2017 წელსაც ხორციელდება, საიას მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ ხელისფლებამ მაქსიმალურად უზრუნველყოს უნდა საჯარო ფინანსების გამჭვირვალედ ხარჯვა და სახელმწიფო შესყიდვების კონკურენტული ფორმების გამოყენება. ასევე, საზოგადებას წარუდგინოს უნდა „Check in Georgia”-თან დაკავშირებული დოკუმენტი, სადაც სრულად და ამომწურავად იქნება წარმოდგენილი ინფორმაცია პროექტის მიზნების, მოსალოდნელი შედეგების, რისკების და სხვა აუცილებელი კომპონენტების შესახებ’’, - აღნიშნულია საიას კვლევაში.

საკვანძო სიტყვები:

ინფორმაცია, თითქოს ჰესების მშენებლობის შედეგად ელექტროენერგიის ტარიფები კატასტროფულად შეიცვლება, სიცრუეა - ეკონომიკის სამინისტრო

20 სექტემბერი, 2018 , 17:30

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ჰესების მშენებლობის შედეგად ელექტროენერგიის ტარიფები კატასტროფულად შეიცვლება, მტკნარი სიცრუეა და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად, – აღნიშნულ განცხადებას ეკონომიკისა და

საგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით, თბილისსა და რეგიონებში ახალი ვიდეოკამერები ამოქმედდა

20 სექტემბერი, 2018 , 17:30

საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, დედაქალაქის მასშტაბით კიდევ 20 ზოგადი ხედვის ვიდეოკამერა სრული დატვირთვით ამოქმედდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, საქართველოს მ

საქართველოშიო 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

20 სექტემბერი, 2018 , 15:45

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თბილისიდან 3 კილომეტრის დაშორე

ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის გადაზიდვის აკრძალვა 2019 წლის პირველ ოქტომბრამდე გადავადდა - ფინანსთა მინისტრი

20 სექტემბერი, 2018 , 15:45

ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის გადაზიდვის აკრძალვა 2019 წლის პირველ ოქტომბრამდე გადავადდა. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავრიანმა ხორბლის გადამზიდავთა აქციის ერთ-ერთ მონაწილესთან, ჯანო ამყოლაძესთან შეხვედ

ხორბლის გადამზიდავთა აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც თავის მოკვლით იმუქრებოდა, ფინანსთა მინისტრს ხვდება

20 სექტემბერი, 2018 , 14:50

ლილოს ტერმინალში, გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან, ხორბლის გადამზიდავთა აქციის ერთ-ერთი მონაწილე ჯანო ამყოლაძე, რომელიც თავის მოკვლით იმუქრებოდა, ერთ-ერთი შენობიდან მაშველებმა სახანძრო კიბით ჩამოიყვანეს. ის ამჟამად ფინანს

კახა კუკავას შტაბი თბილისში მაკ-კეინის ქუჩას აპროტესტებს

20 სექტემბერი, 2018 , 14:50

თბილისის ერთ-ერთი ქუჩისთვის მაკ-კეინის სახელის მინიჭების საკითხზე პრეზიდენტობის კანდიდატის კახა კუკავას შტაბის უფროსმა - გოგი წულაიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა. „მიგვაჩნია, რომ სრულიად ზედმეტია მაკ-კეინის ქუჩის შე

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`