უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

22 მაისი, 2018 13:00
font-size

საიამ რუსთავი 2-ის საქმეზე ევროპულ სასამართლოში სასამართლო მეგობრის მოსაზრება წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ( საია) ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2” და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ სასამართლო მეგობრის მოსაზრება წარადგინა.

ევროპულმა სასამართლომ საიას მოთხოვნა რუსთავი 2-ის საქმეზე სასამართლო მეგობრის სტატუსით ჩართვასთან დაკავშირებით 2018 წლის 4 აპრილს დააკმაყოფილა. რუსთავი 2-ის საქმეში მესამე მხარედ ჩართვაზე სასამართლომ მხოლოდ საიას და სახალხო დამცველის თხოვნა დააკმაყოფილა.

ევროპულმა სასამართლომ სრულად გაითვალისწინა საიას მიერ წარდგენილი თხოვნა და საიას მისცა შესაძლებლობა, წარედგინა პოზიცია მის მიერ მოთხოვნილ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. ამასთან, სასამართლოს განმარტებით, საიას მიერ არ უნდა მომხდარიყო მოსაზრებების წარდგენა საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და დავის არსებით მხარესთან დაკავშირებით.

საიამ წერილობითი მოსაზრებები სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში წარადგინა. ევროპულ სასამართლოში გაგზავნილ წერილობით მოსაზრებებში საია მიმოიხილავს სამოქალაქო კოდექსის 85-ე და 89-ე მუხლებთან დაკავშირებით (იძულებით დადებული გარიგების შეცილების ვადა) საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებს, ასევე, საქმეთა განაწილების პრინციპთან მიმართებით საერთაშორისო სტანდარტებსა და საქართველოს კანონმდებლობას. - აცხადებენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

27 მარტი, 2024 , 12:46

საქართველოს პროკურატურამ ქალაქ ქობულეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 11 პირი დააკავა

22 მარტი, 2024 , 11:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის, აჭარის, კახეთისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მ

საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი ამხილა

22 მარტი, 2024 , 10:56

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის შესაბამისად, „ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეებს შეისწავლის

21 მარტი, 2024 , 11:16

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის შესაბამისად, „ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეებს შეისწავლის, – ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია აღ

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების დროული განახლებისკენ მოუწოდა - SJC

20 მარტი, 2024 , 14:53

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ცნობით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების დროული განახლებისკენ მოუწოდა, - ნათქვამია სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ გავრცელებ

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ქმედების იძულების ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავეს

20 მარტი, 2024 , 11:27

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე დაკავებულია 17 წლის არასრულწლოვანი. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი