უკან

სამართალი

13 ოქტომბერი, 2017 14:45
font-size

საიამ, შესაძლოა, ცესკოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, შესაძლოა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს.

ცესკომ 29 სექტემბერს თბილისში ჩატარებულ საქველმოქმედო მატჩში, კერძოდ, ფეხბურთელ ანდრეი შევჩენკოს განცხადებაში პოლიტიკური აგიტაციის ნიშნები ვერ აღმოაჩინა.

„როგორც კი შევჩენკოს კომენტარი გავრცელდა, რომ ის კახა კალაძის მხარდასაჭერად იყო ჩამოსული და მიიჩნევდა, რომ კალაძე კარგი მერი იქნებოდა, მივმართეთ ცესკოს. ჩვენ ვაფასებთ ამ შემთხვევას როგორც სააგიტაციო ღონისძიებას. ადგილი ჰქონდა სწორედ უკანონო აგიტაციას იქედან გამომდინარე, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე მონაწილეობდა აგიტაციაში. ჩვენი კანონმდებლობით აგიტაცია არის ნებისმიერი საჯარო მოქმედება რომლითაც ხელი ეწყობა ან ხელი ეშლება კანდიდატის არჩევას. ამ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ხელშეწყობას“, - თქვა საიას იურისტმა ირმა პავლიაშვილმა.

პავლიაშვილმა აღნიშნა, რომ საიასთვის მნიშვნელოვანია სასამართლოს პოზიციის გაგება ამ ფაქტზე.

„ჩვენთვის საინტერესოა, როგორი იქნება სასამართლოს პასუხი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სასამართლოს განმარტება როგორი იქნება უკანონო აგიტაციის შემთხვევებზე. ჩვენთვის საინტერესოა დავინახოთ იმ სამართლებრივ ჩარჩოსთან ერთად თუ რა პრაქტიკის დამკვიდრება ხდება“, - თქვა საიას იურისტმა.

პავლიაშვილის განცხადებით, ორგანიზაციამ 2016 წელსაც მიმართა ცესკოსა და სასამართლოს, როდესაც უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი ჩაერთო აგიტაციაში და ადგილი ჰქონდა სოციალურ მიმართვებს.

შეგახსენებთ, 29 სექტემბრის შეხვედრის შემდეგ ანდრეი შევჩენკომ განაცხადა, რომ „ჩემს მეგობარ კახი კალაძეს წარმატებას გულით ვუსურვებ. დარწმუნებული ვარ, ის კარგი მერი იქნება“. ასევე იტალიური კლუბ მილანის ყოფილმა კაპიტანმა, პაოლო მალდინიმ საკუთარ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ფოტო წარწერით: „ლეგენდები თბილისში კახა კალაძისთვის“.

დღეს ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ განაცხადა, რომ არც შევჩენკოს ნათქვამში და არც პაოლო მალდინის წარწერაში საარჩევნო კამპანიის წესების დარღვევა არ ვლინდება.

ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს

25 აპრილი, 2024 , 10:43

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს. „საქმეზე ჩატარე

სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

24 აპრილი, 2024 , 15:01

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლელოს“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს 2500 -ლარიანი ჯარიმა დააკისრა. კუპრაძეს ბრალად ედებოდა აქციაზე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულ

შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

24 აპრილი, 2024 , 11:30

ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნეს დამნაშავედ. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებულს და დაზარალებულს მიწის ნაკვეთთან დ

ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

23 აპრილი, 2024 , 10:37

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღები

ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი - პროკურატურა

22 აპრილი, 2024 , 12:23

საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 18 აპრილს, თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ მოწყობისა და ორგანიზები

მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები - სუს-ი

22 აპრილი, 2024 , 10:25

სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს, „მიმდინარე წლ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი