უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

29 აგვისტო, 2016 16:40
font-size

საიამ სასამართლოს თბილისის მერიის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა. საქმე ეხება თბილისის მერიის მიერ, ,,პარტიზანული მებაღეობის“ წევრებისთვის მერიის მიმდებარედ არსებულ სკვერში კარვის გაშლის აკრძალვას.

საია-ს იურისტების განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილებით, მერიამ შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლება დაარღვია.

,,თბილისის მერიამ ,,პარტიზან მებაღეებს“ აუკრძალა სკვერის ერთ ნაწილში კარვის განთავსება, ჩვენ შეგვაქვს სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომლითაც ვითხოვთ ამ გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობას. მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება არღვევს შეკრების უფლებას და ეწინააღმდეგება იმ მიზნებს, რა მიზნებითაც ზოგადად, ადმინისტრაციულ ორგანოს აქვს უფლება, რომ შეზღუდვები დააწესოს“, - განაცხადა საია-ს იურისტმა ნონა ქურდოვანიძემ.

მისი თქმით, ორგანიზაცია სასამართლოსგან სარჩელის დაჩქარებულ, ორი დღის ვადაში განხილვას ითხოვს.

,,გვინდა, რომ სასამართლომ გამოიყენოს განხილვის სპეციალური ვადა, რადგან თუ გამოყენებული იქნება განხილვის ჩვეულევრივი ვადები, ასეთ შემთხვევაში დავა შესაძლოა რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელდეს“, - აღნიშნა ნონა ქურდოვანიძემ.

მარი ნამგალაძე

ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

19 აპრილი, 2024 , 17:15

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსნაცლიონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარ

დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

19 აპრილი, 2024 , 11:50

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პი

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა, ხოლო 5 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

12 აპრილი, 2024 , 11:39

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამ

სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამნაშავედ ცნო

12 აპრილი, 2024 , 10:51

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 10 პირი დამ

ლაზარე გრიგორიადისს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

12 აპრილი, 2024 , 10:19

2023 წლის მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის

საქართველოს პროკურატურამ ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა

11 აპრილი, 2024 , 14:29

საქართველოს პროკურატურამ გენდერის ნიშნით ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი