უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

4 მაისი, 2016 12:00
font-size

საია სახელმწიფო ბიუჯეტიდან მუსლიმების დისკრიმინაციული დაფინანსების წესს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

საია სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. მოსარჩელე ასაჩივრებს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის დადგენილებას, რომელიც ითვალისწინებს მუსლიმური, ებრაული, სომხური და რომაულ-კათოლიკური თემისათვის საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურებას. აღნიშნული დადგენილება მუსლიმთა ორი რელიგიური ჯგუფისაგან - შიიტებისა და სუნიტებისაგან - ითხოვს ერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან წარმომადგენლობითი საბჭოს შექმნას. ამ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში რელიგიური ჯგუფი კარგავს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების შესაძლებლობას, - იტყობინება საია.

საიას მიაჩნია, რომ მეშვიდე საუკუნიდან გაყოფილი ორი მუსლიმური მიმდინარეობისათვის ერთ ორგანიზაციაში გაერთიანების მოთხოვნა და ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო დაფინანსებაზე უარის თქმა, წარმოადგენს რწმენის და გაერთიანების თავისუფლების დარღვევას. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებულია გაერთიანების თავისუფლება, ხოლო კონსტიტუციის მე-19 მუხლით რწმენის თავისუფლება. ეს ორი კონსტიტუციური დებულება იცავს ადამიანის უფლებას, იძულებით არ გაერთიანდეს საწინააღმდეგო მრწამსის მქონე ჯგუფთან.

საიას ასევე მიაჩნია, ქრისტიანულ ჯგუფებთან შედარებით, მუსლიმური ჯგუფის მიმართ ადგილი აქვს კონსტიტუციის მე-14 მუხლით აკრძალულ დისკრიმინაციულ მოპყრობას. მთავრობის დადგენილება არ ავალდებულებს დაფინანსების მისაღებად სომხურ და კათოლიკურ ეკლესიებს ერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნას, მაშინ როდესაც სომხური და კათოლიკური ეკლესია ისეთივე სქიზმაში (განხეთქილებაში) იმყოფებიან ერთმანეთთან, როგორც შიიტები და სუნიტები. სომხურ და კათოლიკურ ეკლესიას გაერთიანების გარეშე შეუძლია დაფინანსების მიღება, მაშინ როცა სუნიტებმა და შიიტებმა საერთო საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან წარმომადგენლობითი საბჭო უნდა შექმნან.

მოსარჩელეს წარმოადგენს საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო, რომელიც შექმნილია საქართველოს შიიტი მუსლიმი მოქალაქეების მიერ. წესდების თანახმად, ,,სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო“ წარმოადგენს საქართველოში მცხოვრებ შიიტ მუსლიმთა რელიგიური ინსტიტუტების გამაერთიანებელ ადგილობრივ დამოუკიდებელ უმაღლეს სასულიერო ცენტრს. საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებული ნორმა მოსარჩელეს დაფინანსების მიღების მიზნით სთხოვს სუნიტურ ორგანიზაციასთან ერთად ერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან წარმომადგენლობითი საბჭოს შექმნას.

ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

23 აპრილი, 2024 , 10:37

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღები

ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი - პროკურატურა

22 აპრილი, 2024 , 12:23

საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 18 აპრილს, თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ მოწყობისა და ორგანიზები

მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები - სუს-ი

22 აპრილი, 2024 , 10:25

სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს, „მიმდინარე წლ

ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

19 აპრილი, 2024 , 17:15

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსნაცლიონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარ

დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

19 აპრილი, 2024 , 11:50

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პი

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა, ხოლო 5 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

12 აპრილი, 2024 , 11:39

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი