ქართული მრეწველობის აღლუმი „დამზადებულია საქართველოში" დასრულდა. მთელი დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე თბილისელებისთვის მრავალფეროვანი სანახაობა, ქართული ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა და სხვადასხვა კულტურულ-გასართობი ღონისძიებები მიმდინარეობდა.
წელს გამოფენაზე 250–ზე მეტი საწარმო მონაწილეობდა. მათ შორის კომპანია "საირმე მინერალ ვოთერსი" ერთ-ერთი თვალსაჩინო ადგილი ეკავა. პროდუქციის მწარმობლებს გამოფენაზე სტენდი ორიგინალურად და კრეატიულად ჰქონდათ მოწყობილი.გამოფენის დამთვალიერებლები წყალს ადგილზე აგემოვნებდნენ და გრილდებოდნენ. ამიტომაც ყველაზე დიდი ხალხმრავლობა სწორედ „საირმის“ სტენდთან იყო. მათ ფოტოსესიაც კი მოაწყევს ორიგინალურად მოწყობილ სტენდთან.
„საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამრეწველო აღლუმი ქართული ეკონომიკის განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნასა და წარმოების სხვადასხვა სფეროს გაძლიერებას ისახავს მიზნად. გამოფენაზე საქართველოს მასშტაბით მოქმედმა საწარმოებმა საკუთარ პროდუქცია წარმოადგინეს, სადაც თბილისელებს ქართული ნაწარმის დათვალიერებისა და შეძენის საშუალება მიეცათ, “ - განმარტეს კომპანიაში.
„საირმე“ დამზადებულია საქართველოში. მინერალური წყლის მოხმარება 1893 წლიდან დაიწყეს. საირმის წყლები წლების განმავლობაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა საქართველოში და მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში, წელს განახლებული საირმე ქართულ ბაზარზე აქტიურად დაბრუნდა. კომპანიამ რებრებდინგის შემდეგ გამოუშვა მინერალური წყალი „საირმე“ რომლის სლოგანიცაა „მიირთვით ყოველდღე და ეს წყალი ყოველდღიური მოხმარებისაა“. მნიშვნელოვანია, რომ ხოლო ის ძველი ტრადიციული საირმე, რომელიც ქართველ მომხარებელს დღემდე კარგად ახსოვს ქართულ ბაზარზე სექტემბერში გამოჩნდება.



















