უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

17 ოქტომბერი, 2017 15:11
font-size

საკაბელო ოპერატორების ნაწილმა ექვსი ქართული არხი პროტესტის ნიშნად გათიშა

საკაბელო ოპერატორების ნაწილმა ექვსი ქართული არხის მაუწყებლობა, პროტესტის ნიშნად გათიშა.

ამის მიზეზი ტელეკომპანია „მაესტროს“, „იმედის“, GDS, „რუსთავი2“, „მარაოს“ და კომედი არხის გადაწყვეტილება გახდა, რომლის თანახმად, ტელევიზიებს სიგნალის გავრცელებისთვის საკაბელო ოპერატორებმა თანხა უნდა გადაუხადონ. საუბარია დამატებით 2 ლარზე.

„ამ ეტაპზე სამწუხაროდ საკაბელო ოპერატორებმა ამოწურეს მოლაპარაკებების წარმოების ყველანაირი შესაძლებლობა. ამიტომ მათ მიიღეს გადაწყვეტილება საპროტესტოდ, დღეს 12:00-დან ეტაპობრივად ყველამ გათიშოს მითითებული არხები.

თუ ეს არხები ხდება ფასიანი ჩვენ გვაქვს თხოვნა, რომ ამ არხებმა გამოაცხადონ, რომ მოსახლეობას ვუთხრათ, რომ „ჩვენი არხები ხდება ფასიანი და ვისაც გსურთ რომ უყუროთ ჩვენს არხს თქვენ უნდა გადაიხადოთ ფული, თქვენ უნდა გამოიწეროთ ჩვენი არხი“,- განაცხადა პრესკონფერენციაზე საკაბელო ოპერატორების წარმომადგენელმა თეონა ბერუაშვილმა.

საკაბელო კომპანიები კი, დისკრიმინაციულ მიდგომაზე საუბრობენ.

„ნიუკომის“ ხელმძღვანელმა ზაზა აგლაძემ განაცხადა, რომ „თუ სხვებს ეკუთვნის უფასოდ ამ არხების ტრანსლირება, იგივე უნდა ხდებოდეს პატარა საკაბელო ოპერატორებისთვის“.

აღნიშნულს საკაბელო ოპერატორი „მაგთიკომი“ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკაა, რომ ტელეარხები სატრანზიტო მაუწყებლებს მათი არხების ტრანსლირების სანაცვლოდ, გარკვეული საფასურის გადახდას სთხოვენ. ქართულმა არხებმაც მისდიეს აღნიშნულ საერთაშორისო პრაქტიკას, რასთანაც „მაგთიკომს“ პრინციპული წინააღმდეგობა ვერ ექნება. „მაგთიკომი“ ყველა უცხოურ და ქართულ ტელეარხთან, ან კონტენტ პროვაიდერთან მუდმივად აწარმოებს მოლაპარაკებას და ეს შემთხვევაც არ არის გამონაკლისი. „მაგთიოკომი“ ვერ დატოვებს მომხმარებლებს რეიტინგული ქართული არხების გარეშე და აუცილებლად გააგრძელებს მათთვის ქართული ტელეარხების მიწოდებას“,-ნათქვამია განცხადებაში.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებულები მოინახულა

17 აპრილი, 2024 , 11:34

ზაჰესის იზოლატორში შემოყვანილია ექვსი პირი, დღეს მოვინახულე ისინი, ორი მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებას ართმევს ჩვენი წარმომადგენელი და შესაბამისად, ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ ს

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი