უკან

მოზაიკა

15 ოქტომბერი, 2017 10:10
font-size

საკალათბურთო სუპერლიგის ახალი სეზონი დაიწყო

საკალათბურთო სუპერლიგა გუშინ ოლიმპურ სასახლეში დაიწყო. საქართველოს 27-ე ეროვნულ ჩემპიონატში 9 გუნდი მონაწილეობს დინამო, ოლიმპი, ქუთაისი, რუსთავი, ბათუმი, მარნეული, მგზავრები, სოხუმი და კაკტუსი.

აღსანიშნავია, რომ წელს ჩემპიონატის გათამაშების ფორმატი შეიცვალა. წინა სეზონში პლეი ოფში 4 გუნდი გადიოდა, მიმდინარე სუპერლიგაში კი 4 წრის შემდეგ ჩემპიონობისთვის ბრძოლას პლეი ოფიდან 8 საუკეთესო გუნდი განაგრძობს.

გათამაშებაში გუშინ 6 გუნდი ჩაერთო. სუპერლიგის პირველი ტურის 4 მატჩიდან თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 3 შეხვედრა ჩატარდა.

ჩემპიონატის სადებიუტო მატჩში ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი „დინამო“ და სუპერლიგის დებიუტანტი მარნეულის „დელტა“ დაუპირისპირდნენ. ევროთასზე მოასპარეზე დინამოელებმა ლიგის მარნეულს წარმატების შანსი არ მისცეს და 24 ქულით - 87:64 დაამარცხეს.

გამარჯვებულებს 15 ქულით გიორგი შარაბიძემ ულიდერა. 13 ქულა დააგროვა კაელ ტურპინმა, ხოლო გუნდის კაპიტანმა ილია ლონდარიძემ 11 ქულა მიითვალა. მარნეულელთაგან 14 ქულით საუკეთესო იყო არტიომ შვეცი.

მეორე შეხვედრაში საინტერესო ბრძოლა გაიმართა. გასული სეზონის ვერცხლის მედალოსანი „ქუთაისი“ „ოლიმპს“ შეხვდა და მარცხი განიცადა. ლეონიდ ივატინის გაწვრთნილმა ოლიმპელებმა სამაგალითოდ ითამაშეს და სუპერლიგა საამაყო გამარჯვებით დაიწყეს.

„ოლიმპს“ ულიდერა ამერიკელმა მარკ ოგდენმა, რომელმაც 20 ქულა და 6 ჩაჭრა მიითვალა. 18 ქულით გამოირჩა მიხეილ ჭოჭუა, გივი ბაქრაძემ კი შეხვედრა 10 ქულით დაასრულა. „ქუთაისში“ 18 ქულით საუკეთესო იყო აკაკი დვალიშვილი, ხოლო 14 ქულა აკაკი ლომოურის ანგარიშზე დაგროვდა.

ბოლო შეხვედრაში „რუსთავმა“ იოლი გამარჯვება მოიპოვა „მგზავრების“ წინააღმდეგ. ქვემოქართლურმა გუნდმა თავიდანვე მოიპოვა სოლიდური უპირატესობა, რის შემდეგაც ლიდერობას პერმანენტულად ზრდიდა და საბოლოოდ 28 ქულის სხვაობით - 97:69 გაიმარჯვა.

რუსთაველთაგან 24 ქულით საუკეთესო იყო ტაირელ ნელსონი, გუნდის კაპიტანმა ლევან ცეკვავამ კი 17 ქულა მიითვალა. „მგზავრებში“ 23 ქულით კახაბერ ჯინჭარაძე გამოირჩა.

სუპერლიგის პირველი ტურის ბოლო შეხვედრა დღეს, 15 ოქტომბერს გაიმართება. 16:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში „კაკტუსი“ და „სოხუმი“ ითამაშებენ.

სუპერლიგის პირველ ტურში დაისვენა „ბათუმმა“. ზღვისპირელები ჩემპიონატში მეორე ტურიდან ჩაერთვებიან.

“La Gazzetta Dello Sport” უკვე ქართულ მედიასივრცეშია

1 თებერვალი, 2024 , 15:01

მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული იტალიური სპორტული მედიაპლატფორმა „La Gazzetta Dello Sport“ უკვე საქართველოშია. მისი ქართული ვერსიის - „La Gazzetto Dello Sport  Georgia“-ს ოფიციალური წ

სახელოვანი ვიოლონჩელისტი იან მაკსინი საქართველოში კონცერტებს მართავს

29 იანვარი, 2024 , 17:02

საქართველოში ცნობილი ვიოლონჩელისტი, კომპოზიტორი და მრავალენოვანი ამერიკელი ვოკალისტი იან მაკსინი იმყოფება. იგი ჩვენს ქვეყანას ახალი ალბომის -- “Amor Renauts”-ის გამოშვებისადმი მიძღვნილი მსოფლიო ტურნეს ფარგლებ

საქართველოდან სიყვარულით სავსე გულით მივდივარ - ალ ბანო

27 ნოემბერი, 2023 , 11:27

"იტალიელები ქართველებს ძალიან ჰგვანებიან. განსხვავებული მხოლოდ ენაა. მაგრამ ჭიქა ღვინოსთან ენაც ქრება და მხოლოდ გული რჩება", -ასე მიესალმა ლეგენდარული იტალიელი მომღერალი ალ ბანო კარიზი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში შე

თბილისი ლეგენდარული ალ ბანოს პირველ სოლო კონცერტს უმასპინძლებს

24 ნოემბერი, 2023 , 12:38

24 ნოემბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ლეგენდარული იტალიელი მომღერლის, ალ ბანოს პირველი სოლო კონცერტი გაიმართება. მუსიკოსი საქართველოს საქველმოქმედო ფონდ "ცხოვრება მშვენიერიას" მოწვევით სტუმრობს. როგორც მომღერალმა

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი