უახლესი ამბები
- 25.04.2024 14:27ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო
- 25.04.2024 13:43საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს
- 25.04.2024 13:33პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება - მოსამართლის გადაწყვეტილება
- 25.04.2024 13:21ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები და არ შეიძლება მოვიქცეთ ჩვეულებრივად, ჩვენ გვჭირდება ერთიანი სია - მიხეილ სააკაშვილი
- 25.04.2024 12:59საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
- 25.04.2024 11:11ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“
- 25.04.2024 10:43ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
არქივი
კომენტარი
საკანალიზაციო სისტემების დაბინძურებისთვის ფიზიკური პირები 400, ხოლო იურიდიული პირები 1000 ლარით დაჯარიმდებიან
საკანალიზაციო სისტემაში ნარჩენების ჩაყრა, აგრეთვე ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შეუსაბამო ჩამდინარე წყლების ჩაშვება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
აღნიშნულს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტშია ნათქვამი, რომელიც მიმდინარე წლის 19 ივლისს შევიდა ძალაში.
დოკუმენტში ასევე განსაზღვრულია სანქციები დარღვევის განმეორებით ჩადენაზე – ასეთ შემთხვევაში ჯარიმები ორმაგდება და ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, შესაბამისად 800 და 2 ათასი ლარი იქნება.
კანონის თანახმად, აღნიშნული სამართალდარღვევების ჩადენისათვის ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვთ სასმელი წყლის მიმწოდებელ კომპანიებს ან მათ მიერ უფლებამოსილ ფიზიკურ პირებს ან/და იურიდიულ პირებს.
დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში კომპანიის თანამშრომლები ოქმს გამოწერენ და მას შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცემენ შემდგომი აღსრულებისთვის.
დაჯარიმების (ადმინისტრაციული სახდელის დადების) შესახებ დადგენილება იძულებით აღსრულდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.