უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

23 იანვარი, 2018 17:45
font-size

საკანონმდებლო ნორმა, რომელიც ადამიანს ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების გამო 8 წლით ციხეში უშვებს, არის არაადამიანური - აკაკი ზოიძე „ბახალას“ საქმეზე

ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე და ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ კანონპროექტის ერთ-ერთი ინციატორი აკაკი ზოიძე გამოეხმაურა მოსამრთლის გადაწყვეტილებას მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის საქმეზე.

მისი თქმით, საკანონმდებლო ნორმა, რომელიც ნარკოტიკის პირადი მოხმარების გამო ადამიანს ციხეში უშვებს, არის არაადამიანური.

„თვითონ ფაქტი, რომ არსებული კანონმდებლობა იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს უმტკიცდება ბრალი ნახევარი აბის ან გარკვეული რაოდენობის აკრძალული ნარკოტიკული ნივთიერების ჯიბეში ქონის გამო, ის 8 წლით ციხეში მიდის ისე, რომ არ უმტკიცდება გაყიდვა-გასაღების ფაქტი, თვითონ ამ კანონმდებლობის ნორმა არის, ჩემი აზრით, არაადამიანური. სწორედ ამ კუთხით ვამბობთ ჩვენ [ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ კანონპროექტის ინიციატორები], რომ უნდა გავაადამიანუროთ ნარკოპოლიტიკა. ეს იყო 7 თვის წინ შემოტანილი საკანონმდებლო ინიციატივის ძირითადი არსი, პრინციპი“, -თქვა ზოიძემ „ქრონიკის ეთერში.

მან ასევე განმარტა, რატომ მიუსაჯეს გიორგანაშვილის 8-წლიანი პატიმრობა.

„სამწუხაროდ, იმ ნივთიერებაზე, რომელიც ბატონი გიორგანაშვილის შემთხვევაში იყო ამოღებული, არაა განსაზღვრული არანაირი ზღვრული ოდენობა , არანაირი პირადი მოხმარების ოდენობა. ამის გამო ნებისმიერი ოდენობა ითვლება განსაკუთრებით დიდ ოდენობად, ნებისმიერი ოდენობა ითვლება ნარკოტიკის გასაღება-გაყიდვა-გავრცელებად და ამის გამო სასამართლო ხელისუფლებას შეზღუდული აქვს დისკრეციით, ინდივიდუალურად განეხილა ბატონი გიორგანაშვილის საქმე, რომელიც, არა მგონია, საზოგადოებისთვის რამე ზიანი მიეყენებინა“, -აღნიშნა ზოიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ შორენა გუნცაძემ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს, იმავე „ბახალას“, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გიორგანაშვილს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვაში ედებოდა.

მსახიობი ბრალს არ აღიარებს. გიორგანაშვილის თქმით, მას ნარკოტიკი ჩაუდეს, რადგან პოლიცია მასთან სხვა საქმეეებზე თანამშრომლობის ინტერესი ჰქონდა და გიორგანაშვილი ინფორმატორი გამხდარიყო.

გიორგანაშვილი ასევე საუბრობდა პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე. ამ განცხადების საფუძველზე თბილისი პროკურატურამ დღეს გამოძიება დაიწყო.

რევაზ სოხაძის ინიციატივით კამპანია ,,გაამწვანე ვარკეთილი“ გრძელდება

20 თებერვალი, 2019 , 15:40

თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, რევაზ სოხაძის ინიციტივით, კამპანია ,,გაამწვანე ვარკეთილი“ გრძელდება. კამპანიის ფარგლებში, დღეს ვარკეთილი 3-ის მეორე მიკრო რაიონში მდებარე სკვერში 100 ძირი

საქართველოს გენერალური პროკურორი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს შეხვდა

20 თებერვალი, 2019 , 15:29

საქართველოს პროკურატურაში გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძისა და სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის დავით ასათიანის შეხვედრა გაიმართა. სამუშაო შეხვედრაზე, შალვა თადუმაძემ და დავით ასათიანმა გენერალურ პ

პარკირების საათობრივი გადასახადი, საპილოტე მოდელის სახით, პირველი ივლისიდან ამოქმედდება

20 თებერვალი, 2019 , 14:44

თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების წესი პირველ ეტაპზე, საპილოტე მოდელის სახით, მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან რამდენიმე ქუჩაზე ამოქმედდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღ

ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის უკანონოდ მიტაცების მცდელობა გამოავლინეს

20 თებერვალი, 2019 , 14:10

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, მუნიციპალურმა ინსპექციამ ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის უკანონოდ მიტაცების მცდელობა გამოავლინა. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთა

2019 წელს იძულებით გადაადგილებულ პირთათვის იგეგმება 16 საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დასრულება სხვადასხვა რეგიონში

20 თებერვალი, 2019 , 14:00

იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის ახალი ფუნქცია, რომელიც ჩვენმა სამინისტრომ 2018 წელს შეიძინა. შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვახორციელებთ მხოლოდ ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობას. ჩვენ ნაწილში, მშ

უწყებებში, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ ბიზნესთან, უნდა დაინერგოს ან გააძლიერდეს მედიაცია - ირაკლი ლექვინაძე

20 თებერვალი, 2019 , 13:30

„დღეს ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელსაც კერძო სექტორი სვამს საქართველოს ბიზნეს გარემოსთან მიმართებაში არის დავების სწრაფი და ეფექტიანი გადაწყვეტა. ამ გამოწვევის პასუხია არბიტრაჟის ჩამოყალიბება და მედიაციის, როგორც