უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

19 დეკემბერი, 2016 13:50
font-size

სახალხო დამცველი აფხაზურ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა

2016 წლის 13-16 დეკემბერს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებულ ქართულ-აფხაზურ შეხვედრაში.

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, შეხვედრას, რომლის მიზანი იყო ინფორმაციის გაცვლა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობის განხილვა, ასევე ესწრებოდნენ ქართული და აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. თემები მოიცავდა განათლების უფლებას და ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, გადაადგილების თავისუფლებას და მასთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის უფლებას, ქალთა და ბავშვთა უფლებებს და ასევე, პენიტენციალურ სისტემაში არსებულ მდგომარეობას.

შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მნიშვნელოვანია კონკრეტული ღონისძიებების გატარება ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით და დაიგეგმა კონკრეტული ნაბიჯები მათ განსახორციელებლად.

სახალხო დამცველის ძალისხმევითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით შექმნილი დიალოგის ეს ფორმატი 2014 წლიდან მიმდინარეობს და შეხვედრების რეგულარულ ციკლს მოიცავს. იგი ევროსაბჭოს პოლიტიკური დირექტორატის ნდობის აღდგენის ინიციატივების ფარგლებში ხორციელდება და მიზნად ისახავს კონფლიქტით დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის აღდგენას.

საკვანძო სიტყვები:

`ბიძინა და საპატრიარქო მიზანმიმართულად კლავს პატიოსან მოძღვარს`- დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქციას მართავს

15 ოქტომბერი, 2019 , 18:28

 ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე საპროტესტო პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქციას მართავს. აქციის მონაწილეების გან

ლევან დავითაშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საგრანტო პროექტები განიხილა

15 ოქტომბერი, 2019 , 17:40

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებს შეხვდა. „მნიშვნელოვანია FAO-ს მხარდაჭ

შემოსავლების სამსახური საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის წლიურ კონფერენციასა და ტექნოლოგიურ გამოფენას მასპინძლობს

15 ოქტომბერი, 2019 , 17:40

16-17 ოქტომბერს, თბილისში, სასტუმრო ,,ბილტმორ თბილისი ჰოტელში“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მხარდაჭერითა და საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის (IOTA) ეგიდით, საგადასახადო კანონ

ხაშურის სამშობიარო სახლში დედა და ჩვილი გარდაიცვალნენ

15 ოქტომბერი, 2019 , 17:35

დღეს გამთენიისას სამშობიარო სახლში 40 წლის ინგა კაკიაშვილი გარდაიცვალა. სურამში მცხოვრები ინგა კაკიაშვილი მეხუთე შვილს აჩენდა, რაც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. გარდაცვლილის დედის, ლია კაკიაშვილის თქმით, მისი შვილი კლინი

ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩინეთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი გაიხსნა

15 ოქტომბერი, 2019 , 16:20

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩინეთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი გაიხსნა, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივი ძალისხმევით დაფუძნდა

უსახლკარობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შემუშავდება ეროვნული სტრატეგია - ზაზა გაბუნია

15 ოქტომბერი, 2019 , 15:25

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებით, 10 ოქტომბერს, უსახლკაროთა საერთაშორისო დღეს რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტმა მიიღო გადაწყ