უკან

რეგიონები

15 ნოემბერი, 2017 11:50
font-size

სახალხო დამცველი ბორჯომ-ბაკურიანის მოსახლეობას შეხვდა

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ადამიანის უფლებებზე და რეგიონში არსებულ სხვა პრობლემებსა და გამოწვევებთან დაკავშირებით ბორჯომის, დაბა ბაკურიანისა და სოფელ ციხისჯვრის მოსახლეობას შეხვდა.

ციხისჯვრის მაცხოვრებლების თქმით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ტერიტორიაზე მომუშავე პირები სოფლის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების უფლებას უზღუდავენ. სოფელში არ არის ბუნებრივი აირი, მოუწესრიგებელია საგზაო ინფრასტრუქტურა, სოფელში არ არის საბავშვო ბაღი, რემონტს საჭიროებს ამბულატორიის შენობა, რის გამოც სოფლის ექიმს სახლში უწევს პაციენტების მიღება. გართულებული პროცედურების გამო, მოსახლეობისთვის პრობლემას წარმოადგენს შეშის დროული მოჭრა, რაც ამ პერიოდისთვის გათბობის ერთადერთი წყაროა.

ბაკურიანის მაცხოვრებლებისთვის ყველაზე მწვავეა მიწების რეგისტრაციის პრობლემა, სარემონტოა სკოლისა და საბავშვო ბაღის შენობები, მოსახლეობა უკმაყოფილოა „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ კანონის მოქმედებით, რადგან თვლიან, რომ კანონი საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებს შერჩევით ეხება.

უჩა ნანუაშვილი ასევე შეხვდა ბორჯომის პლატოზე განსახლებულ დევნილებს. მათი თქმით, დასახლებას არ მიეწოდება სუფთა სასმელი წყალი, კორპუსი არ არის კეთილმოწყობილი, არ მუშაობს ლიფტი. ყურადღების მიღმაა დარჩენილი საერთო სარგებლობის ფართის რეგისტრაციის საკითხიც, კორპუსის მიმდებარე ტერიტორია არ არის განათებული, არ აქვთ საბავშვო მოედანი, მიღებული სოციალური დახმარება, განსაკუთრებით ზამთარში, არ არის საკმარისი კომუნალური გადასახადებისთვისაც კი, ხოლო შეშის მოჭრის უფლებას ვერ იღებენ.

სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა შეხვედრებზე დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმების შესახებ საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს.

სოფელ ძველ ანაგაში სატუმბი სადგურის მშენებლობა მიმდინარეობს

17 ნოემბერი, 2017 , 14:35

კახეთში, სოფელ ძველ ანაგაში, სატუმბი სადგურის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტით დაგეგმილია, როგორც ფოლადის სადაწნეო, ასევე, გამანაწილებელი მილსადენის მოწყობა. დამონტაჟდება წყალმიმღები კვანძი, ტუმბო აგრეგატები და რეზერვუა

სამცხე-ჯავახეთში მოქალაქემ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარა

17 ნოემბერი, 2017 , 12:30

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში ახალციხის რაიონის მცხოვრებმა, 1992 წელს დაბადებულმა დ.ბ.-მ ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით წარმოადგინა და ჩააბარა. სულ ჩაბარებულია: გადაჭ

ზურაბ პატარაძემ რიზეს გუბერნატორთან და მერთან შეხვედრები გამართა

17 ნოემბერი, 2017 , 12:30

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა რიზეს გუბერნატორთან ერდოღან ბექთაშთან. შეხვედრაზე საუბარი შე

აჭარის დელეგაცია ართვინის გუბერნიას ესტუმრა

16 ნოემბერი, 2017 , 14:55

დღეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ვიზიტის მიზანს, აჭარასა და თურქეთის გუბერნიებს შორის არსებული მეგობრული უ

ბელარუსის ვიცე-პრემიერი კაზრეთში საცხოვრებელ კორპუსებში ლიფტების მოწყობის სამუშაოებს გაეცნო

16 ნოემბერი, 2017 , 12:55

საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი, ბელარუსის ვიცე-პრემიერი მიხაილ რუსი ბოლნისში, დაბა კაზრეთში საცხოვრებელ კორპუსებში ლიფტების მოწყობის სამუშაოებს გაეცნო.  კაზრეთში მიმდინარეობს არსებული ყველა ძველი ლიფტის, ბელარუს

აჭარაში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა

15 ნოემბერი, 2017 , 14:25

ციტრუსის სეზონის დაწყებასთან ერთად აჭარაში ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ავთანდილ მესხიძესთან ერთად ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტა

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე