უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

13 იანვარი, 2021 19:27
font-size

სახალხო დამცველი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში რელიგიურ ნიადაგზე განვითარებულ დაპირისპირებაზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში რელიგიურ ნიადაგზე განვითარებულ დაპირისპირებას ეხმაურება.

„გავრცელებული ინფორმაციით, მუსლიმმა მრევლმა საკუთარი სახსრებით შეიძინა საცხოვრებელი სახლი, სადაც სალოცავად იკრიბებოდნენ. ამ ფაქტმა ადგილობრივი მართლმადიდებელი მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია, რაც შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოში მცხოვრებ ყველა პირს კონსტიტუციით აქვს გარანტირებული რწმენის თავისუფლება, რაც თავის თავში მოიცავს რელიგიური რიტუალების ჩატარებისა და მათში მონაწილეობის უფლებას. სახელმწიფოს ვალდებულებაა თანაბრად შეუწყოს ხელი ყველასთვის ამ უფლებით განუხრელად სარგებლობას. ამასთან, სახელმწიფომ ნეიტრალურად და მიუკერძოებლად უნდა დაიცვას მორწმუნეთა შორის სოციალური მშვიდობა. სწორედ ნეიტრალიტეტზე და მიუკერძოებლობაზეა დამოკიდებული ქვეყნის დემოკრატიულობა და პლურალიზმი.

უნდა აღინიშნოს, რომ ბუკნარში განვითარებული მოვლენები არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მუსლიმი თემის მხრიდან საკუთარი რწმენის შესაბამისად რელიგიური რიტუალების განხორციელება უკმაყოფილებას იწვევს მართლმადიდებელ მოსახლეობაში. სამწუხაროა, რომ მუსლიმთა მიმართ 2012-2016 წლებში გამოვლენილ ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით (ცალკეულ შემთხვევაში მუსლიმები სამართალდამცავი პირების მხრიდან სავარაუდო ძალის გადამეტებაზეც მიუთითებდნენ), არ დამდგარა ძალადობის განმახორციელებელი პირების პასუხისმგებლობა. აღნიშნული ტიპის საქმეებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება არსებითად მნიშვნელოვანია მომავალში მსგავსი შემთხვევების პრევენციისთვის.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს მიიღონ შესაბამისი ზომები ძალადობის პრევენციის, კონფლიქტის დეესკალაციისა და მომხდარ ფაქტებზე დროული და ეფექტიანი გამოძიების მიზნით. ამასთან, უზრუნველყონ მუსლიმური რელიგიური რიტუალების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარება.

სახალხო დამცველი ასევე, მოუწოდებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს - გაატარონ ქმედითი ღონისძიებები, რათა ყველა მოქალაქეს თანაბრად ქონდეს რელიგიის თავისუფლებით სარგებლობის შესაძლებლობა და ხელი შეუწყონ განსხვავებული რელიგიური აღმსარებლობის მქონე მოსახლეობის მშვიდობიან თანაცხოვრებას" ,- ნათქვამია განცხადებაში.

დღეიდან, შემოსავლების სამსახურის განახლებული ვებგვერდი სრული დატვირთვით იმუშავებს

20 იანვარი, 2021 , 18:03

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ 20 იანვრიდან, უწყების განახლებული ვებგვერდი www.rs.ge მომხმარებელს სრული დატვირთვით მოემსახურება. ახალი დიზაინითა და დამატებითი ფუნქციებით, ვებგვერდი მაქსიმალურა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2982 ლარი გახდა

20 იანვარი, 2021 , 17:30

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2982 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2994 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

მოვითხოვთ, ფინანსთა სამინისტრომ გაასაჯაროოს ინფორმაცია, რაში დაიხარჯა STOPCOV - ფონდის თანხები - ანა დოლიძე

20 იანვარი, 2021 , 17:30

"ფინანსთა სამინისტროს გასაიდუმლოებული აქვს STOPCOV - ფონდის თანხების ხარჯვა. ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ ადგილი აქვს სერიოზულ კორუფციას. შეიძლება მსგავსი კორუფცია ვიპოვოთ ძალიან ბევრ სფეროში, მათ შორის ვაქცინის შემოტანის პროცე

ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა

20 იანვარი, 2021 , 16:35

66 წლის ასაკში ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა. გიორგი ოთხმეზურმა 1976 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. იყო ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ს ჰუ

ირაკლი კოვზანაძემ საპენსიო სააგენტოს უფრო მეტი გამჭვირვალობისკენ მოუწოდა

20 იანვარი, 2021 , 16:35

საპენსიო დანაზოგების ინვესტირება სწორად უნდა მოხდეს, ამ კუთხით უფრო მეტი კომუნიკაცია და საზოგადოების ინფორმირებაა საჭირო. ამ დროისთვის საპენსიო აქტივების ღირებულება მილიარდ 200 მილიონი ლარია, მათ შორის დარიცხული სარგებელ

პენიტენციური სამსახური ომბუდსმენის ბრალდებებს „უსაფუძვლოს“ უწოდებს

20 იანვარი, 2021 , 15:40

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ომბუდსმენის წარმომადგენლებს პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტის დროს ციხის ადმინისტრაციის მიერ მხარდაჭერილი &bdquo