უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

15 აპრილი, 2019 12:35
font-size

სახალხო დამცველი დეპუტატებს მოსამართლეთა არჩევის წესთან დაკავშირებულ პროექტზე მოხსენებით მიმართავს

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს პარლამენტში იხილება კანონპროექტი, რომელიც ინიცირებულია საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ და მისი მიღება უკვე მოხდა პირველი მოსმენით.

„პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართა ვენეციის კომისიას და კანონპროექტის შესახებ დასკვნის მომზადება მოითხოვა. ასევე საჯაროდ დაფიქსირდა პოზიცია, რომლის მიხედვითაც ვენეციის კომისიის მოსაზრების მიღებამდე, არ მოხდებოდა კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღება.

საქართველოს სახალხო დამცველი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის წევრთა არჩევის წესის რეფორმას. სწორედ ამიტომ გამოვიყენეთ ჩვენს ხელთ არსებული უფლებამოსილება და 2019 წლის 27 მარტს მივმართეთ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს და ვთხოვეთ დასკვნის მომზადება კანონპროექტის გარშემო მაქსიმალურად დაჩქარებულად.

2019 წლის 12 აპრილს ცნობილი გახდა, რომ იურიდიული კომიტეტი გეგმავს კანონპროექტის განხილვას მეორე მოსმენით 2019 წლის 15 აპრილისთვის. სამწუხაროდ, ეს ხდება ვენეციის კომისიის მოსაზრების წარდგენამდე და საზოგადოებას არ განემარტა აღნიშნულის მიზეზები საჯაროდ.

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს პარლამენტში ფორსირებულად მიმდინარეობს პროცესი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა, პირველად ინსტიტუტის არსებობის მანძილზე, მიიღო გადაწყვეტილება – გამოიყენოს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული კომპეტენცია და მიმართოს მოხსენებით საქართველოს პარლამენტის წევრებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე და მასში არსებულ ხარვეზებზე. მოხსენების შემდეგ, სახალხო დამცველი გამოთქვამს მზადყოფნას უპასუხოს პარლამენტის წევრთა კითხვებს.

სახალხო დამცველის მიერ საქართველოს პარლამენტში შესაბამისი მოთხოვნის წერილი უკვე გადაგზავნილია. პროცედურის მიხედვით, პარლამენტის ბიურო განსაზღვრავს მოხსენების წარდგენის თარიღს. სახალხო დამცველმა ასევე, მოითხოვა ბიუროს სხდომაზე დასწრება და საპროცესო საკითხების გადაწყვეტილებაში მონაწილეობის მიღება.“- აღნიშნულია განცხადებაში.

შუამავალი ხელისუფლებასთან სისხლიანი მოვლენების დაწყებამდე - პალიკო კუბლაშვილი განმარტებას აკეთებს

26 ივნისი, 2019 , 16:52

საიდუმლო შუამავალი, რომლის სახელიც ნიკა მელიამ ხმამაღლა დაასახელა - რა როლი ჰქონდა პალიკო კუბლაშვილს 20 ივნისის სისხლიანი დაპირისპირების დაწყებამდე? - ოპოზიციის ლიდერმა განაცხადა, რომ სწორედ კუბლაშვილი იყო ადამიანი, რომე

„აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამაში“ ჩართული ბავშვების ასაკი 15-დან 18-მდე წლამდე იზრდება

26 ივნისი, 2019 , 16:15

თბილისის მერია „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამაში“ ჩართული ბავშვების ასაკს 15–დან 18–მდე წლამდე ზრდის, - ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კ

ტაქსის მძღოლებისთვის სპეციალური საბანკო პროდუქტი შეიქმნა

26 ივნისი, 2019 , 16:15

ტაქსის მძღოლებისთვის სპეციალური საბანკო პროდუქტი შეიქმნა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, პროდუქტი ითვალისწინებს ტაქსის მომსახურების საფასურის გადახდ

თხილის წარმოება ქვეყანაში მზარდია, რადგან სექტორს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს - ლევან დავითაშვილი

26 ივნისი, 2019 , 15:55

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ანტონიო ბარტოლის და კომპანიის „Ferrero“ აღმასრულებელ დირექტორს, მარკო გონკალვესს

40-ზე მეტი სამარხის გათხრა მიმდინარეობს, სადაც სავარაუდოდ მოძიებული იქნება იმ ადამიანების ნეშტები, რომლებიც დაკარგულთა სიაში არიან - ქეთევან ციხელაშვილი

26 ივნისი, 2019 , 15:50

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ორგანიზებით, შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე

ატმოსფერულ ჰაერში აზოტის დიოქსიდისა და მყარი ნაწილაკების კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა

26 ივნისი, 2019 , 15:15

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ფარგლებში, თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში აზოტის დიოქსიდისა და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა. ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობ